https://sputnik-georgia.com/20221215/irakli-kobaxizem-evroparlamenti-korufciasi-daadanasaula-273099679.html
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი კორუფციაში დაადანაშაულა
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი კორუფციაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
რეზოლუცია უკავშირდება კორუფციულ პრობლემებს, რომლებიც ნათლად ჩანს ევროპარლამენტში, ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T19:49+0400
2022-12-15T19:49+0400
2022-12-15T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
ევროპა
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში არსებული კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში შევიდა ცვლილებები საკმაოდ მკაცრი ფორმულირებებით. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საუბარია შესწორებებზე, რომლებიც მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შევიდა. ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.მისი თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას სერიოზულად შეხედოს.კობახიძემ დოკუმენტის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ანომალია და პარადოქსი უწოდა.„როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც. მისი თქმით, ეს ართულებს სიტუაციას. მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ევროპა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება , ევროპა, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტი კორუფციაში დაადანაშაულა
19:49 15.12.2022 (განახლებულია: 22:22 15.12.2022) რეზოლუცია უკავშირდება კორუფციულ პრობლემებს, რომლებიც ნათლად ჩანს ევროპარლამენტში, ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში არსებული კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა მიიღო ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. ანგარიშში შევიდა ცვლილებები საკმაოდ მკაცრი ფორმულირებებით. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისა და ქვეყანაში მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს პუნქტებს, რომლებიც მიმართულია პირადად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საუბარია შესწორებებზე, რომლებიც მიქსერის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში შევიდა. ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.
„ცოტა ხნის წინ გასკდა სკანდალი, რომელიც კორუფციას უკავშირდებოდა და ეს დოკუმენტიც კორუფციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა, დაკავშირებულია კორუფციულ პრობლემებთან და ოლიგარქიულ გავლენებთან, რომელიც აშკარად შეინიშნება ევროპარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ამ პრობლემას სერიოზულად შეხედოს.
კობახიძემ დოკუმენტის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ანომალია და პარადოქსი უწოდა.
„როდესაც მომხსენებელი თვითონ არ ეთანხმება ცვლილებით წარმოდგენილ საკუთარ მოხსენებას, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპარლამენტში ძალიან მძიმე ვითარებაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის თქმით, პლენარულ სხდომაზე წარდგენილმა ზოგიერთმა ცვლილებამ დაარღვია ბალანსის პრინციპი ტექსტის საბოლოო ვარიანტში.
სვენ მიქსერს არ მოეწონა ის, რომ შესწორებების შედეგად ერთ დოკუმენტში აღმოჩნდა მოწოდება სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და ასევე ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხიც. მისი თქმით, ეს ართულებს სიტუაციას. მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია შეამციროს.