მოსაზრება: დაეხმარება თუ არა უკრაინის არმიას ამერიკული Patriot

  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამ კვირაში ასრულებს კიევისთვის საშუალო მანძილის (80 კმ) საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის ერთი ბატარეის გადასაცემად საჭირო ფორმალურ პროცედურებს. სტანდარტული ბატარეა მოიცავს რვა გამშვებ დანადგარს, რადარს, მართვის სადგურსა და ელექტროენერგეტიკულ აღჭურვილობას. ბატარეის პირობითი ზალპი 32 საზენიტო რაკეტისგან შედგება.
უკრაინელებს Patriot-ის გამოყენებას აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, გერმანულ გრაფენვერში შეასწავლიან, რისთვისაც რამდენიმე თვე დასჭირდებათ.
დასავლეთში Patriot ითვლება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისგან სამხედრო ბაზებისა და ადმინისტრაციული ცენტრების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლი უფრთხილდება ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულ, 25 კმ მანძილზე მოქმედ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს NASAMS-ს.
მობილური Patriot აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 1982 წლიდანაა. 40 წელიწადში ის არაერთხელ განახლდა. ბალისტიკური სამიზნეების განადგურების დეკლარირებული მანძილი და სიმაღლე, შესაბამისად, 20 კმ და 7 კმ-ია, აეროდინამიკური ობიექტებისა – 80 კმ და 24 კმ. კომპლექსის მომზადებას 30 წუთი სჭირდება, სამიზნის აღმოჩენას – 10 წამი.
თვითმფრინავ AWACS-ის ან მზვერავი თანამგზავრის დახმარებით რაკეტის რადარის სისტემას შეუძლია 100-მდე საჰაერო სამიზნის აღმოჩენა 170 კმ მანძილზე და შეზღუდულ სექტორში (90 გრადუსამდე) მისი თვალსაწიერის ზონაში შენარჩუნება, ამავდროულად მისთვის რვა რაკეტის დამიზნება. სროლებს შორის ინტერვალი 3 წამია. გამოიყენება მეტად ძვირადღირებული საზენიტო საბრძოლო მასალები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აგვისტოში მოიწონა საუდის არაბეთისთვის 300 Patriot-ისა და 3,05 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდება.
ანუ ყოველი სარაკეტო გასროლა არაბებს დაახლოებით 10,2 მლრდ დოლარი უჯდებათ. შესაძლოა, უკრაინისთვის ფასდაკლებას აკეთებენ.

მოწინააღმდეგის თვითმფრინავები არ დაზიანდა

პარადოქსია, მაგრამ Patriot-ის 88 გამშვებმა დანადგარმა არ დაიცვა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცე და ნავთობის კომპანია Saudi Aramco-ს ობიექტები იემენელი ჰუსიტი აჯანყებულების ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო აპარატებისგან არც 2018 წლის მარტში, არც 2019 წლის სექტემბერში.
1991 წელს Patriot-ის საბრძოლო ნათლობა ერაყში კრახით დასრულდა.
სხვადასხვა ქვეყანაში კომპლექსის გამოცდის შედეგად გაირკვა, რომ სამიზნის განადგურების ალბათობა საბრძოლო პირობებში სროლისას არის 0,4. ანუ 10 რაკეტიდან მიზანს ოთხი ხვდება.
შესადარებლად, რუსული ანალოგის Бук-М3-ის იგივე, მიზანში მოხვედრის მაჩვენებელი 0,99-ია.
ამერიკული კომპლექსის ექსპლუატაცია გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. სჭირდება ბევრი გათვლა, კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა მომზადების დრო კიევს პრაქტიკულად არა აქვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები განიცდის საარტილერიო საბრძოლო მასალის დეფიციტს. ხოლო ნატოს სტანდარტების ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გამოჩენა უკრაინაში - ფანტასტიკის სფეროა.
საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ნატოს არცერთ ქვეყანას არ გააჩნია.
ვაშინგტონის პროქსი-მონაწილეობა თუ პირდაპირი ესკალაცია მოიცავს: უკრაინისთვის ჰაუბიცა М-777-ის, HIMARS-ისა და Patriot-ის, ასევე თანამგზავრული ფოტოების გადაცემას, „ჩრდილოეთის ნაკადების“ და ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობას.
გამოცემა The Washington Post თეთრ სახლს მოუწოდებს, ნება დართოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დაბომბონ მოსკოვი, რასაკვირველია, ამერიკული იარაღით.
შეიძლება ვარაუდი, რომ ესკალაციის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის პასუხი ამერიკისთვის პროპორციული ან ასიმეტრიულიც კი იყოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0