თბილისში „საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0