https://sputnik-georgia.com/20221214/tbilissi-sacxovrebeli-farti-kidev-66-ojaxs-daukanonda-273060826.html
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T18:28+0400
2022-12-14T18:28+0400
2022-12-14T22:20+0400
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304796_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_074173eb4c08e6856bed15467fd0458e.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მათ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს.ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2.000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251304796_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_debb6032f0a94b54a248b5f3b469c289.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება
თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა
18:28 14.12.2022 (განახლებულია: 22:20 14.12.2022) ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა, იუწყება თბილისის მერია.
მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მათ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ გადასცეს.
„ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული პრობლემების გამო მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასეთ ოჯახებს არსებული სივრცეების დაკანონებაში ეხმარება. ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. დღეის მდგომარეობით, 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა გადაცემული კერძო საკუთრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2.000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.