თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს

© Tbilisi City Hallგიორგი კობიაშვილი
გიორგი კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი, აღნიშნა თბილისის მერმა.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ეს თანამდებობა გარკვეული დროის განმავლობაში ვაკანტური იყო. კალაძის თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, საკანონმდებლო ცვლილებებიც. დედაქალაქის მერია მზადაა გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რათა ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კობიაშვილს უყვარს ცხოველები და წლებია დაინტერესებულია ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრით.
2016-2018 წლებში კობიაშვილი მუშაობდა „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში. 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია, აღნიშნა კალაძემ. მან ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ“, – თქვა კალაძემ.
ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს, დასძინა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0