თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

© courtesy of Tbilisi International Book Festival თბილისის წიგნის ფესტივალი
თბილისის წიგნის ფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოს გამომცემლობების უმეტესობა წიგნის მოყვარულებს ახალ და ძველ გამოცემებს უპრეცედენტოდ დაბალ ფასებში შესთავაზებს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. წიგნის საახალწლო ფესტივალი საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში16-18 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ღონისძიება წიგნის ბაზრობის ფორმატში გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს.

„ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები და საინტერესო ღონისძიებები ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. ასე რომ, 16 დეკემბრიდან გელოდებით თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე“, – აღნიშნა კალაძემ.

საგამოფენო სივრცეში ასევე გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები.
წიგნის საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორები თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არიან, მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა.
ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში (წერეთლის გამზ. №118) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0