https://sputnik-georgia.com/20221214/saqartvelos-sagareo-saqmeta-ministrma-evropuli-sabwos-daskvna-seafasa-273070668.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული საბჭოს დასკვნა შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული საბჭოს დასკვნა შეაფასა
Sputnik საქართველო
ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T22:15+0400
2022-12-14T22:15+0400
2022-12-14T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_fa47e451e63c7b616c52123dca2ceb4d.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება ევროპული საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების გატარების გზაზე.გუშინ ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. საბჭო აღნიშნავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის აღიარების შესახებ, და რომ კავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის. საქართველოს პროგრესი შეფასდება გაფართოების პაკეტის ფარგლებში 2023 წელს, დაწერა დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა და სრულად გადაჭრას პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული.საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უფრო აქტიურად განხორციელების საფუძველზე.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/04/265723399_16:0:1203:890_1920x0_80_0_0_8d7f78eb7f176bd000debd71194780d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული საბჭოს დასკვნა შეაფასა
22:15 14.12.2022 (განახლებულია: 22:57 14.12.2022) ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება ევროპული საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების გატარების გზაზე.
გუშინ ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. საბჭო აღნიშნავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის აღიარების შესახებ, და რომ კავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ.
„მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის საქართველო აგრძელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას“, – დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ში.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის. საქართველოს პროგრესი შეფასდება გაფართოების პაკეტის ფარგლებში 2023 წელს, დაწერა დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა და სრულად გადაჭრას პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უფრო აქტიურად განხორციელების საფუძველზე.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.