https://sputnik-georgia.com/20221214/samkurnalo-selocvebi-bebiisskivridan-gatvalulisa-273059459.html
შელოცვები ბებიის სკივრიდან - გათვალულისა
შელოცვები ბებიის სკივრიდან - გათვალულისა
Sputnik საქართველო
შელოცვა ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგია, ქართული ფოლკლორის გაქრობის პირას მყოფი უნიკალური სახეობაა. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T17:48+0400
2022-12-14T17:48+0400
2022-12-14T21:52+0400
ქართული შელოცვები
ხალხური რწმენა-მინიშნებები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273058818_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_f474152e2cf42df0fcc90cfdfba639ab.jpg
შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“.შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა.გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს.დღეს ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვას − გათვალულისას შემოგთავაზებთ.სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასა, თვალისღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას;თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერაკაცისა, შავწვერაკაცისა, ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი.სა მიხვალ, შე შავო კაცო? − წმინდა მთავარანგელოზმაუბრძანა.− მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.− არა, მამაძემა სულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა;ჯვარმა გააქროს, გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,შეეწიე მადლი შენი,მოუხდინე ლოცვა ჩემი,ბრძანებაა ღვთის დალოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ.მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც. თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა, შელოცვილ პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ.კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
საბა მეტრეველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/08/237360885_0:0:599:600_100x100_80_0_0_0a9847fde0f7a342507bb22b7c848266.jpg
საბა მეტრეველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/08/237360885_0:0:599:600_100x100_80_0_0_0a9847fde0f7a342507bb22b7c848266.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273058818_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_7a8ff56f2d95805f8554d6464ea88453.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საბა მეტრეველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/08/237360885_0:0:599:600_100x100_80_0_0_0a9847fde0f7a342507bb22b7c848266.jpg
ქართული შელოცვები, ხალხური რწმენა-მინიშნებები
ქართული შელოცვები, ხალხური რწმენა-მინიშნებები
შელოცვები ბებიის სკივრიდან - გათვალულისა
17:48 14.12.2022 (განახლებულია: 21:52 14.12.2022) შელოცვა ხალხური ზეპირსიტყვიერების იშვიათი დარგია, ქართული ფოლკლორის გაქრობის პირას მყოფი უნიკალური სახეობაა.
შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს, შელოცვის სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს. შელოცვა „გულისხმობს შერითმულ სიტყვებს, რომელთა ძალაც ავადმყოფს გამოათავისუფლებს ავი სულებისგან“.
შელოცვაში სამი რამ არის დომინანტური და გაუთიშველი: სიტყვა, მოქმედება (რიტუალი) და ჩურჩული.
მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა.
გამოყოფენ კოსმოგონიურ, სამკურნალო და სამეურნეო შელოცვებს.
დღეს ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვას − გათვალულისას შემოგთავაზებთ.
სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)
ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასა, თვალისღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას;
თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერაკაცისა, შავწვერაკაცისა, ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.
გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.
გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი.
სა მიხვალ, შე შავო კაცო? − წმინდა მთავარანგელოზმაუბრძანა.
− მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.
− არა, მამაძემა სულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.
ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.
დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!
დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა;
ჯვარმა გააქროს, გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.
გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.
ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,
სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,
რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!
ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).
ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ.
მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც. თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა, შელოცვილ პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ.
კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგო.