„საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანზე 23 დეკემბერს გაიხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო დეკორაციები
საახალწლო დეკორაციები - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფლის“ გახსნის ცერემონია 23 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
23 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში „საახალწლო სოფელში“, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღსა და ათონელის ქუჩას, ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო-გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები, სხვადასხვა აქტივობები, მუსიკალური საღამოები.

„ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციებითა და ინსტალაციებით. თქვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც გზაშია და 23 დეკემბერს თბილისში იქნება. 9 აპრილის ბაღში განთავსებული იქნება თოვლის ბაბუის სახლი. ის სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, რაც აუცილებლად ასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
2023 წელს თბილისის საახალწლო სლოგანია „მშვიდობის ქალაქი". თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0