მოსაზრება: არმაგედონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
რუსული ჯარის შეტევა დონბასში ცხადყოფს, რომ აშშ-ის 19 მილიარდი დოლარი და ევროკავშირის 22 მილიარდი ევრო უკრაინაში უშედეგოდაა დახარჯული.
ვაშინგტონი, ბრიუსელი და კიევი იგნორირებას ვერ გაუწევენ „ავდეევკის ჯოჯოხეთს“ და „ბახმუტის ხორცსაკეპს“ დონბასში. დასავლეთში იზრდება განცდა, რომ უკრაინისა და ნატოს მარცხი გარდაუვალია.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვის ხაზი გაარღვიეს ველიკი ნოვოსელკის რაიონში. რუსული ავიაციის მხარდაჭერით ბრძოლები მიმდინარეობს მარიინკის ცენტრში, არტიომოვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შემოგარენსა და ქუჩებში.
არტიომოვსკთან გადასროლილია უამრავი დასავლეთ უკრაინელი მედიკოსი.

ინიციატივის განვითარება

რუსეთის ჯარმა უკრაინის შეიარაღებული ძალები განდევნა კრემენნაია-მაკეევკის საზღვრიდან. ზაპოროჟიეს მიმართულებით ძირითად საქმეს არტილერია ასრულებს, ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ორეხოვში, დოროჟნიანკში, გულიპოლსა და ნოვოდანილოვკაში.
პარალელურად მაღალი სიზუსტის იარაღით რუსეთის შეიარაღებული ძალები ანადგურებს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ლოგისტიკის მნიშვნელოვან ობიექტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ზურგში - დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ნიკოლაევსკის და ოდესის ოლქებში.
უკრაინის კონტრშეტევების ტაქტიკა აღარ მუშაობს. რუსეთის ჯარმა თავდაცვის ხაზი გაამაგრა. მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის გააცნო ბახმუტში არსებული ვითარება და ითხოვა ქალაქიდან უკრაინული ჯარის გაყვანა.
ზაპოროჟიეს მიმართულებით კონტრშეტევისთვის უკრაინას სჭირდება რეზერვი - არანაკლებ 200 ათასი სამხედრო მოსამსახურე და მძიმე დამრტყმელი შეიარაღება.
დანაკარგის პროგნოზია - 40%, თუმცა წარმატება გარანტირებული არ არის. ნატოს ქვეყნები მზად არიან ორ წელიწადში უკრაინის შეიარაღებული ძალების 12 ათასამდე რეინჯერი მოამზადონ.

ფული მომავლის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას, მაგრამ კიევს კვლავაც გაუწევს სამხედრო დახმარებას.
მორიგ 275 მლნ დოლარიან „პაკეტში“ არც ისე ბევრი იარაღი და საბრძოლო მასალაა. ცოტა ხნით ადრე ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაეჭირა კიევისთვის დამატებით 37,7 მლრდ დოლარის გამოყოფისთვის, საიდანაც უშუალოდ უკრაინას პრაქტიკულად არაფერი შეხვდება.
ყველაზე მეტს მიიღებს პენტაგონი (21,7 მლრდ დოლარი), რომელიც გეგმავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დარჩენილი ანტიკვარული იარაღის მიწოდებას და საკუთარი არსენალის ახალი იარაღით შევსებას.
აღსანიშნავია, რომ 10 თვეში პენტაგონმა უკრაინაში „დაწვა“ Stinger-ის 13 წლის მარაგი და Javelin-ის ხუთი წლის მარაგი. Javelin-ის შემთხვევაში ეს დაახლოებით 25 ათასი ერთეულია.
თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომელი რონალდ რეიგანის ადმინისტრაციიდან, ეკონომისტი პოლ კრეიგ რობერტსი ფიქრობს, რომ რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს: „უკრაინელი მეომრები აგებენ, რაც ნიშნავს, რომ ამას მალე მოჰყვება ამერიკული და ევროპული ნაწილების შეყვანის აგიტაცია. ჯერ იტყვიან, რომ კიევის დასახმარებლად საკმარისი იქნება ერთი დივიზია. შემდეგ, რომ ამ დივიზიის გადასარჩენად დასჭირდებათ მეორე. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს ვიეტნამში“.
რობერტსი უპირატესობას ანიჭებს ვარიანტს: აჯობებს რუსეთმა მოიგოს ომი, ვიდრე კონფლიქტი ბირთვულ არმაგედონში გადაიზარდოს.
G7-ის ქვეყნების ლიდერებმა 11 დეკემბერს ერთხმად განაცხადეს, რომ გააგრძელებდნენ კიევის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა“.
თუმცა უკვე 12 დეკემბერს მთავარმა ევროპელმა დიპლომატმა და ევროკავშირის თავდაცვის არაფორმალურმა ლიდერმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის არსენალი ამოიწურა უკრაინაში იარაღის გაგზავნის გამო.
ბერლინს კატეგორიულად არ სურს კიევისთვის ტანკების - Leopard-2-ის მიწოდება. ვაშინგტონი არ რისკავს საიდუმლო ტექნოლოგიებით და არ აპირებს უკრაინაში თავისი ძველი დრონების MQ-9 Reaper-ის გაგზავნას.
ბულგარული გაზეთი „პეჩატი“ აღნიშნავს, რომ დასავლეთი არ არის მზად, „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვას“.
იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კორზეტოს აზრით, უკრაინის სამხედრო დახმარება ადრე თუ გვიან შეწყდება. ობიექტური მიზეზით - დამხმარე ჯგუფის რესურსების ამოწურვის გამო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0