https://sputnik-georgia.com/20221214/reportiorebi-sazrvrebs-garese-patima-jurnalistta-raodenoba-273040368.html
მსოფლიო რეკორდი მოხსნილია: გამოქვეყნდა პატიმარ ჟურნალისტთა რაოდენობა
მსოფლიო რეკორდი მოხსნილია: გამოქვეყნდა პატიმარ ჟურნალისტთა რაოდენობა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გასული წლის რეკორდი მოხსნილია, მიმდინარე წელს დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობამ შარშანდელს 13,4%-ით გადააჭარბა, ნათქვამია... 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T12:22+0400
2022-12-14T12:22+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
rsf - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23088/32/230883208_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_31518f2f151217f8a0ac9ab467329290.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გასული წლის რეკორდი მოხსნილია, მიმდინარე წელს დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობამ შარშანდელს 13,4%-ით გადააჭარბა, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში.ორგანიზაციის ცნობით, 1 დეკემბრის მდგომარეობით, წელს მსოფლიოში 533 ჟურნალისტია დაკავებული პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო.როგორც RSF განმარტავს, მიმდინარე მომენტისთვის დაკავებულ ჟურნალისტთა 15% ქალია, რაც 7%-ით აღემატება ხუთი წლის წინანდელ მონაცემებს.ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი − 110 ადამიანი დაპატიმრებულია ჩინეთში, სადაც „ცენზურა და თვალთვალი უკიდურეს დონეს აღწევს“. მათ შორისაა ჰუან ხუეგინი − ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც კორუფციას, გარემოს სამრეწველო დაბინძურებასა და ქალების შევიწროებას აშუქებდა.დაპატიმრებული ჟურნალისტების მხრივ კიდევ ერთი რეკორდსმენია ირანი, სადაც ამ დროისათვის 47 რეპორტიორია დაკავებული.გარდა დაპატიმრებულებისა, ასევე გაიზარდა დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობაც − 2022 წელს სულ 57 რეპორტიორია გარდაცვლილი, რაც 18,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.ამასთან ანგარიშში აღინიშნება, რომ დაღუპულ ჟურნალისტთა 60% იმ ქვეყნებშია გარდაცვლილი, რომლებიც მშვიდობიანად მიიჩნევა. ასეთებია, მაგალითად, მექსიკა (11 დაღუპული ჟურნალისტით), ჰაიტი (6) და ბრაზილია (3). ამან ამერიკა მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონად აქცია მედიასაშუალებების მუშაობისთვის.გარდა ამისა, RSF-ის ცნობით, ამ დროისათვის მინიმუმ 65 ჟურნალისტი მძევლადაა აყვანილი, ხოლო 49 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.წყარო: RSF
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23088/32/230883208_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_12704ad845f12bf1683afa947d1133e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
rsf - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, მსოფლიოს ახალი ამბები
rsf - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გასული წლის რეკორდი მოხსნილია, მიმდინარე წელს დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობამ შარშანდელს 13,4%-ით გადააჭარბა, ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ანგარიშში.
ორგანიზაციის ცნობით, 1 დეკემბრის მდგომარეობით, წელს მსოფლიოში 533 ჟურნალისტია დაკავებული პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო.
„RSF-ს აქამდე არასდროს უნახავს ესოდენ ბევრი პატიმარი ქალი ჟურნალისტი. ამ დროისათვის 78 ქალი ჟურნალისტი კვლავ პატიმრობაშია, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით რეკორდული 30%-ით მეტია“, − იუწყება ორგანიზაცია.
როგორც RSF განმარტავს, მიმდინარე მომენტისთვის დაკავებულ ჟურნალისტთა 15% ქალია, რაც 7%-ით აღემატება ხუთი წლის წინანდელ მონაცემებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ჟურნალისტი − 110 ადამიანი დაპატიმრებულია ჩინეთში, სადაც „ცენზურა და თვალთვალი უკიდურეს დონეს აღწევს“. მათ შორისაა ჰუან ხუეგინი − ფრილანსერი ჟურნალისტი, რომელიც კორუფციას, გარემოს სამრეწველო დაბინძურებასა და ქალების შევიწროებას აშუქებდა.
დაპატიმრებული ჟურნალისტების მხრივ კიდევ ერთი რეკორდსმენია ირანი, სადაც ამ დროისათვის 47 რეპორტიორია დაკავებული.
„დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმები თავიანთ ციხეებს იმაზე უფრო სწრაფად ავსებენ, ვიდრე ოდესმე შეუვსიათ, აპატიმრებენ რა ჟურნალისტებს. დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობის მხრივ ეს ახალი რეკორდი ადასტურებს, რომ აუცილებელია არაკეთილსინდისიერ მთავრობებთან და მმართველებთან ბრძოლა და აქტიური სოლიდარობის გამოვლენა ყველას მიმართ, ვინც ჟურნალისტური თავისუფლების იდეალს, დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს განასახიერებს“, − აცხადებს RSF-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დელუარი.
გარდა დაპატიმრებულებისა, ასევე გაიზარდა დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობაც − 2022 წელს სულ 57 რეპორტიორია გარდაცვლილი, რაც 18,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ამასთან ანგარიშში აღინიშნება, რომ დაღუპულ ჟურნალისტთა 60% იმ ქვეყნებშია გარდაცვლილი, რომლებიც მშვიდობიანად მიიჩნევა. ასეთებია, მაგალითად, მექსიკა (11 დაღუპული ჟურნალისტით), ჰაიტი (6) და ბრაზილია (3). ამან ამერიკა მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონად აქცია მედიასაშუალებების მუშაობისთვის.
გარდა ამისა, RSF-ის ცნობით, ამ დროისათვის მინიმუმ 65 ჟურნალისტი მძევლადაა აყვანილი, ხოლო 49 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.