https://sputnik-georgia.com/20221214/gorshi-dasaqmebis-porumi-gaimarta-273052039.html
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T15:37+0400
2022-12-14T15:37+0400
2022-12-14T21:07+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
გორი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:233:1201:908_1920x0_80_0_0_8abe437c8928411a5e5a3ca934d169dd.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამა დაიწყო>>>სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო მენეჯერის, საქმეთა მწარმოებლის, ბუღალტრის, კონსულტანტის, მზარეულის, მოლარე-ოპერატორის, დაცვის თანამშრომლის, დამლაგებლის, ტექნიკოსის, ელექტრიკოსის და სხვა პოზიციებზე.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. მიმდინარე წელს სააგენტოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 15 ფორუმი ჩატარდა, რომლებზეც მთლიანობაში 5 ათასზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი.
საქართველო
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23125/42/231254220_0:120:1201:1020_1920x0_80_0_0_05ead7157a611bb473b5a3c4bd506f3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, გორი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, გორი, საზოგადოება, ახალი ამბები
გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
15:37 14.12.2022 (განახლებულია: 21:07 14.12.2022) ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობა.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გორში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა.
უწყების ცნობით, ფორუმზე 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიების თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან.
სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო მენეჯერის, საქმეთა მწარმოებლის, ბუღალტრის, კონსულტანტის, მზარეულის, მოლარე-ოპერატორის, დაცვის თანამშრომლის, დამლაგებლის, ტექნიკოსის, ელექტრიკოსის და სხვა პოზიციებზე.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. მიმდინარე წელს სააგენტოს ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 15 ფორუმი ჩატარდა, რომლებზეც მთლიანობაში 5 ათასზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი.