ევროკავშირმა საქართველოს მიმართ შეცდომა აღიარა - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისში
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
ამის დადასტურება გახდა ევროპული საბჭოს განცხადება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ევროპა აღიარებს, რომ საქართველო ევროკავშირის განუყოფელი ნაწილია, ხოლო უარი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე შეცდომა იყო, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ნიკოლოზ სამხარაძემ.
გუშინ ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. საბჭო აღნიშნავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის აღიარების შესახებ, და რომ კავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ.

„ჩვენი პარტნორები არ ერიდებიან აღიარებას, რომ საქართველოსთვის ზაფხულში კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო შეცდომა... ყველა ქვეყანაში იყო ერთხმად გამოხატული მხარდაჭერა, რომ საქართველო არის მომავალი გაფართოების ნაწილი და ეს უკვე ეჭვს აღარ იწვევს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამის საბოლოო დადასტურება იყო ევროპული საბჭოს განცხადება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, განაცხადა დეპუტატმა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო აღიარებს საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს რეფორმების გზა და სრულად გადაწყვიტოს პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის დასკვნაშია განსაზღვრული.
საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) უფრო აქტიურად განხორციელების საფუძველზე.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0