https://sputnik-georgia.com/20221214/azartuli-tamashebis-akrzalul-pirta-siashi-ramdeni-piria-shesuli-273048381.html
აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი
აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი
Sputnik საქართველო
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T14:51+0400
2022-12-14T14:51+0400
2022-12-14T21:02+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემოსავლების სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_4bb605cb01d80debd1659cd1c6ebb754.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.457.526 პირის შესახებ. სტატისტიკურ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3.719 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 3.691.გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.აზარტული ონლაინ-თამაშების ორგანიზებისთვის ნებართვა იქნება საჭირო>>>აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი.„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 1 მარტიდან შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24697/65/246976559_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_89cccf83d8e6a31791fbd08e2625ae39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , საზოგადოება, ახალი ამბები
აზარტული თამაშები: „შავ სიაში“ 1,5 მილიონამდე მოქალაქის ინფორმაციაა შეტანილი
14:51 14.12.2022 (განახლებულია: 21:02 14.12.2022) ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში, დღეის მდგომარეობით, შეტანილია ინფორმაცია 1.457.526 პირის შესახებ. სტატისტიკურ მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.
უწყების ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3.719 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 3.691.
გასული წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებს გადასახადები 65–70%-მდე გაეზარდათ, აიკრძალა რეკლამა და აიწია ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე, ასევე შეიქმნა იმ პირთა ბაზა, რომელთაც სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით –
სათამაშო ბიზნესი.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 1 მარტიდან შესული ცვლილებების თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კონკრეტული პირის ოჯახის წევრს უფლება აქვს შეუზღუდოს მას აზარტულ თამაშებზე წვდომა. ახალი კანონი ავტომატურად უკრძალავს აზარტულ თამაშებში მონაწილეობას 25 წლამდე პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით ათი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.