https://sputnik-georgia.com/20221213/rzlis-mkvlelobashi-braldebulis-psiqikur-janmrtelobas-eqspertiza-daadgens-272994079.html
რძლის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ექსპერტიზა დაადგენს
რძლის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ექსპერტიზა დაადგენს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T16:50+0400
2022-12-13T16:50+0400
2022-12-13T22:03+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.უწყების ცნობით, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი საკუთარი რძლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 12 დეკემბერს დააკავეს.შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში 11 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
რძლის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ექსპერტიზა დაადგენს
16:50 13.12.2022 (განახლებულია: 22:03 13.12.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. მამაკაცს, რომელმაც რძალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა 63 წლის მამაკაცი საკუთარი რძლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 12 დეკემბერს დააკავეს.
შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში 11 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 40 წლის ქალი.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.