რუსეთი აშშ-აფრიკის სამიტს ყურადღებით დააკვირდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. მოსკოვი ყურადღებით დააკვირდება აშშ–აფრიკის სამიტს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს რუსეთისა და კონტინენტის ქვეყნების თანამშრომლობას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა.
აშშ-ისა და აფრიკის ქვეყნების სამიტი ვაშინგტონში 13-15 დეკემბერს ჩატარდება. როგორც მანამდე განაცხადეს თეთრ სახლში, სამიტი შეერთებულ შტატებსა და რეგიონის სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებას მიეძღვნება საერთო პრიორიტეტების წინ წამოსაწევად.

„რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, როგორ მოაწყობენ ამ სამიტს − სუბსტანციური შინაარსით, დისკუსიებითა და საბოლოო დოკუმენტით. ამიტომ ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით“, − განაცხადა ბოგდანოვმა.

ამასთან დიპლომატს მიაჩნია, რომ სამიტი ხელს ვერ შეუშლის რუსეთისა და აფრიკის ქვეყნების კავშირებს, „იმიტომ, რომ სამიტები ჩინელებთანაც ჩატარდა, თურქებთანაც, ევროკავშირთანაც და ზოგ სხვა სახელმწიფოსთანაც“, რაც სრულიად ნორმალურია და რითაც ბევრი ქვეყანა სარგებლობს.
როგორც ბოგდანოვმა აღნიშნა, რუსეთი ახლა მეორე ასეთი სამიტის ჩატარებას გეგმავს „თანაბარუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“. რაც შეეხება დასავლეთს, რუსი დიპლომატის აზრით, მათი სამუშაო აფრიკელებს დაქსაქსვას აიძულებს.
ყველა ახალი ამბავი
0