https://sputnik-georgia.com/20221213/rogor-sevarciot-xorci-sursatis-erovnuli-saagento-mosaxleobas-afrtxilebs-272992978.html
როგორ შევარჩიოთ ხორცი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
როგორ შევარჩიოთ ხორცი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით, აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი... 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T15:47+0400
2022-12-13T15:47+0400
2022-12-13T21:19+0400
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/71/238757198_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_9d8058d06758f95215908c385a358365.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ახალი წლის დღესასწაულებზე თავი შეიკავონ ხორცის შეძენისგან საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი წლის დღესასწაულებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.უწყების ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირად ხორცი იყიდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა.ამიტომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:სააგენტოს ცნობით, არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისგან, მაგრამ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/71/238757198_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_1f725689582e480278097005b377f402.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
როგორ შევარჩიოთ ხორცი: სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
15:47 13.12.2022 (განახლებულია: 21:19 13.12.2022) სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით, აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ახალი წლის დღესასწაულებზე თავი შეიკავონ ხორცის შეძენისგან საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი წლის დღესასწაულებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მატებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირად ხორცი იყიდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა.
ამიტომ ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:
ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის (2-დან 6-გრადუსამდე) დაცვით. ეტიკეტი მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილზე უნდა იყოს. ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); დამზადებისა და გამოყენების თარიღი და დრო; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; საქონლის ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია QR კოდის მეშვეობითაც. სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა ინახებოდეს. ასევე ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი. სააგენტოს ცნობით, არაორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ ობიექტებში არსებული ფასებისგან, მაგრამ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.