პესკოვი: წლის ბოლომდე უკრაინიდან რუსული ჯარების გამოყვანაზე საუბარიც არ არის

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. უკრაინიდან წლის ბოლომდე რუსული ჯარების გამოყვანაზე საუბარიც ვერ იქნება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ახლახან გიპასუხეთ, რომ რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან წელს გამოყვანაზე საუბარიც არ არის“, − განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისთვის საჭიროა ახალი რეალობების გათვალისწინება, მათ შორის, რუსეთთან ოთხი რეგიონის მიერთებისა.
„ეს რეალობები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ფედერაციას ახალი სუბიექტები გაუჩნდა რეფერენდუმების შედეგად, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ჩატარდა. ამ ახალი რეალობების გათვალისწინების გარეშე რაიმე წინსვლა შეუძლებელია“, − დარწმუნებულია პესკოვი.
მანამდე, G20-ის სამიტზე ონლაინ-გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში მშვიდობის აღდგენის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება. მათ შორის იყო: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა სამხედრო ტყვის გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის დაბრუნება, ეკოციდის წინააღმდეგ ბრძოლა, ესკალაციის დაუშვებლობა, ომის დამთავრების დაფიქსირება.
ყველა ახალი ამბავი
0