მოსაზრება: კოსოვო − აშშ-ისა და ნატოს აგრესიის გაგრძელება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
პრორუსული სერბეთი და ანტირუსული უკრაინა ჰეგემონისთვის გავლენის მხოლოდ მოსახერხებელი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტებია.
ბალკანეთზე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი შექმნილია და იმართება ვაშინგტონის მიერ. აშშ ცდილობს ევროპა თავის „დამჯერ“ ჯარისკაცად აქციოს რუსეთთან და ჩინეთთან სტრატეგიულ ბრძოლაში და ამასთან „გათიშოს“ ევროკავშირის კონკურენტუნარიანი ეკონომიკა სამხედრო კონფლიქტების სერიით და ევროპის რესურსები აშშ-ის ეკონომიკისკენ მიმართოს.
11 დეკემბრის საღამოს კოსოვოს მიმართულებით 10.000-მდე სერბი მებრძოლი – სპეცდანიშნულების რაზმი, 63-ე სადესანტო ბრიგადა, ჟანდარმერიის ძალები დაიძრნენ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ეს დღე მისთვის 2017 წლის შემდეგ ყველაზე რთული დღე იყო და დააზუსტა: „ჩვენ კედელთან მიგვაყენეს“. საერთაშორისო საზოგადოება თვალს ხუჭავს კოსოვოს ხელისუფლების თვითნებობაზე, როდესაც ეს უკანასკნელნი მხარის ტერიტორიაზე სერბული ანკლავების ფაქტობრივ ლიკვიდაციას აპირებენ.
სერბეთის პრეზიდენტის აზრით, „ამერიკა აკვანში არწევს თავის პირმშოს“ ბალკანეთზე, რომლისგანაც 23 წელიწადში მონსტრი გაიზარდა.
ბელგრადი 15 დეკემბერს გეგმავს განაცხადის გაგზავნას KFOR-ის მისიაში (ნატოს მისია კოსოვოში), გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის თანახმად, კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე ძალების განთავსების თაობაზე.
ბოლო თვეებში კოსოვოში მღელვარებაა. სერბეთის შეიარაღებული ძალები 1 ნოემბრიდან საბრძოლო მზადყოფნაში არიან, რათა ოპერატიული პასუხი გასცენ კოსოვოს თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ნებისმიერ პროვოკაციას. პერიოდულად ისმის სროლა, კოსოვოს მიტროვიცაში ხუთი აფეთქება მოხდა.
ბრიუსელის შეთანხმებების მიუხედავად, 8 დეკემბერს კოსოვოსა და მეტოხიის ჩრდილოეთში, სადაც სერბები ცხოვრობენ, თვითაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის სპეცრაზმის 300-მდე თანამშრომელი შეიჭრა.
ადრე პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ პრიშტინას ცალმხრივი ნაბიჯების გამო კოსოვოში ძალისმიერი კონფლიქტის საფრთხე ახლოსაა და სერიოზულია.
სერბეთის ახალმა მთავრობამ ოქტომბრის ბოლოს კოსოვოს ქვეყნის შემადგენლობაში შენარჩუნების ვალდებულება აიღო. ამავდროულად თვითაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა, სერბული ნომრების მქონე ავტომობილების აუცილებელი ხელახალი რეგისტრაცია გადაედო, რამაც დაძაბულობა გაზარდა.
რუსეთის მხრიდან კოსოვოს არაღიარების პოზიცია ნათელია, თანმიმდევრულია და, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, „არასდროს შეიცვლება“.
დისკრიმინაციული წესების გამოყენება, სერბი მოსახლეობის პირადი დოკუმენტებისა და სარეგისტრაციო ნომრების იძულებით შეცვლა მოსკოვს მიაჩნია კოსოვოდან იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოძევებად, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებს რადიკალების თვითნებობისგან იცავენ.

ბალკანეთის ზღურბლი - 2022

ბალკანეთზე შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ნატოს წევრები დღეს ვერ გაიმეორებენ ბელგრადზე იერიშებს 1999-ის მსგავსად – მეტისმეტად მაღალია ათასობით ჯარისკაცის დაკარგვის საფრთხე სერბული ავიაციისა და არტილერიის შეტევის შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ მოძლიერდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
სერბეთთან პროქსი-ომში ალიანსი იყენებს კოსოვოელ „მონსტრს“ (ალბანეთის პოლიციას, რომელიც არმიად გარდაიქმნა).
რუსეთის ელჩმა სერბეთში ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკომ დღეს აღნიშნა, რომ პრიშტინა „ღიად და თავხედურად“ დებს ფსონს სასტიკ, უხეშ ძალაზე კოსოვოს სერბული რაიონების ასათვისებლად.
ალექსანდრ ვუჩიჩმა 11 დეკემბერს მოუწოდა კოსოვოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ეთნიკური სერბები, მაგრამ ეს ნაკლებად შეაჩერებს აშშ-ის მიერ სანქცირებულ, კოსოვოს მკვიდრი მოსახლეობის გეგმურ „რბილ გენოციდს“.
ინდიელებისა და სხვა აბორიგენების განადგურება - ამერიკელების „გენეტიკური კოდია“. გარდა ამისა, ალიანსელები ბელგრადს ევროპაში რუსეთის „ტროას ცხენად“ მიიჩნევენ და ცდილობენ სერბეთის სუვერენიტეტის დემონტაჟს მართული ბალკანური ლიმიტროფების დონემდე (მაგ., ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, ხორვატია).
კოსოვოელმა სერბებმა ბარიკადები აღმართეს ჩრდილოეთის ტრასებზე ხელისუფლების მიერ ყოფილი პოლიციელის დეან პანტიჩის ტერორიზმში დადანაშაულებისა და დაკავების გამო. გუშინ თვითაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის სპეცრაზმმა დაიკავა გაზივოდის ჰესი და კაშხალი, საიდანაც წყლით მარაგდება ჩრდილოეთის ოთხი სერბული რაიონი. პროტესტი იზრდება, მუშაობა შეაჩერეს სერბულმა სკოლებმა კოსოვოსა და მეტოხიის ჩრდილოეთ მხარეში.
კოსოვოში პოლიციის თვითნებობის დასარეგულირებლად საკმარისი იქნებოდა გაეროსა და ევროკავშირის ჩარევა, რომლებიც ჯერ მხოლოდ ბელგრადის შანტაჟითა და ულტიმატუმებით არიან დაკავებული.
ამას წინათ პრიშტინაში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბელგრადს „კოსოვოს აღიარების პროცესში პრაგმატულობისკენ“ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამის გარეშე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.
ლოგიკურია რეგიონში მორიგი ხელოვნური გამწვავების მიბმა რუსეთის წარმატებასთან უკრაინაში, ბრძოლის ველზე. ალიანსელები ცდილობენ სერბეთის პროვოცირებას, წამოიწყოს საომარი მოქმედებები კოსოვოს სერბი მოსახლეობის დასაცავად, რუსეთის იძულებას, ჩაერთოს კონფლიქტში (სერბების მხარეს), რათა ჩაიშალოს რუსული ჯარის მასშტაბური ზამთრის შეტევა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში.
მოსკოვს ნამდვილად შეუძლია ბელგრადის დახმარება პრიშტინასთან და ნატოს ჯართან დაპირისპირების ჰიპოთეზურ სიტუაციაში – სამხედრო-ტექნიკური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით. ვფიქრობთ, ეს ძლიერ არ შეაფერხებს უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის მსვლელობას.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკვე გამოთქვა თავისი პოზიცია კოსოვოს იძულებით „მკურნალობასთან“ დაკავშირებით. მათ შორის, ევროკავშირში კოსოვოს რესპუბლიკის გაწევრიანების არასამართლებრივ მცდელობებზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ხუთი წევრი არ ცნობს ამ სახელმწიფოს არსებობას (საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, რუმინეთი).
რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურმა თანამშრომლობამ სერბეთს საშუალება მისცა, ბოლო წლებში განემტკიცებინა თავდაცვისუნარიანობა. ბელგრადმა მოსკოვისგან საჩუქრად მიიღო ექვსი გამანადგურებელი МиГ-29 და ათი ჯავშანტრანსპორტიორი БРДМ-2МС, ასევე შეიძინა შვიდი ვერტმფრენი Ми-17 და Ми-35, 30 მოდერნიზებული ტანკი Т-72МС, 30 ჯავშანმანქანა БРДМ-2, ექვსი სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსი „პანცირი-С1“.
სერბეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნაშია 25 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 117 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 323 ტანკი, 1133 ერთეული სხვა ჯავშანტექნიკა, 406 სარაკეტო დანადგარი, 497 საარტილერიო იარაღი.
სერბეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, თუმცა დუნაიზე მაინც მოქმედებს მდინარის ფლოტილია ექვსი საპატრულო კატარღის, ოთხი ნაღმმტყორცნისა და ორი ბატალიონის შემადგენლობით. ბელგრადი ფლობს საკმარის სამხედრო ძალას (Global Firepower-ის დასავლურ რეიტინგში 61-ე ადგილი), რათა ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგი დაამყაროს.
პრიშტინას მხარეს კოლექტიური დასავლეთია. თუ ხვალ ომი დაიწყება, საერთაშორისო სამშვიდობო მისია KFOR ნატოს ხელმძღვანელობით ავტომატურად შეერწყმება კოსოვოელი ბოევიკების რაზმებს. KFOR-ის ძალები წარუმატებლად მოქმედებენ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის საფუძველზე 1999 წლიდან და ვერ უზრუნველყოფენ კოსოვოში „მშვიდ ვითარებას და თავისუფლებას ყველა სათვისტომოს გადაადგილებისთვის“.
KFOR-ის კონტინგენტში გაერთიანებულია 3775 სამხედრო მოსამსახურე ნატოს წევრი და პარტნიორი 28 ქვეყნიდან. არაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე KFOR მხოლოდ სამხედრო კონფლიქტის „გალღობის“ გარანტიას იძლევა – დასავლეთისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში.
უსასრულო პროვოკაციები და ომები - დედამიწის ნებისმიერ წერტილში ნატოსა და პენტაგონის სამშვიდობო საქმიანობის სტანდარტული სამოქმედო გეგმაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0