ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უმედლოდ დარჩა

© Georgian Weightlifting Federationირაკლი გობეჯიშვილი
ირაკლი გობეჯიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
ბოგოტაში 5-17 დეკემბერს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ირაკლი გობეჯიშვილმა ორჭიდში +96 კგ წონით კატეგორიაში В ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მედლის გარეშე დარჩა.
ბოგოტაში 5-17 დეკემბერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ძალოსნობაში. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას +109 კგ წონით კატეგორიაში მეექვსედ შეეცდება. სულ ტურნირში 10 ქართველი ძალოსანი მონაწილეობს.
გობეჯიშვილმა ატაცში 160 კგ ასწია და В ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ აკვრაში 195 კგ ასწია. ორჭიდის ჯამში მან 355 კგ დააგროვა და თავის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა, მედლის მოსაპოვებლად მას კილოგრამები არ ეყო. ამ წონის ფავორიტები მთავარ, A ჯგუფში გამოვიდნენ, სადაც ოქროს მედალი მიიღო ლესმან პარედესმა ბაჰრეინიდან, რომელმაც ჯამში 397 კგ დაძლია.
კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს ძალოსნებისთვის – აქ იწყება სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0