მოსაზრება: „კიევი არ ცხრება“. ევროპელი პოლიტიკოსების პროგნოზი ახდა

© AP Photo / Efrem Lukatskyკიევი
კიევი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა დაიჩივლა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო იარაღის მარაგი იწურება.
ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს არა მარაგიდან, არამედ მოქმედი არმიის არსენალებიდან. მოკლედ, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიარაღდება ევროკავშირის განიარაღების ხარჯზე.
ამასთან, ჩინოვნიკის აზრით, უკრაინა არ უნდა დანებდეს, ვიდრე არ გაიმარჯვებს. თუმცა ამას ყველა არ ეთანხმება.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ, სულ ცოტა, წლის ბოლომდე იარაღის ახალი პარტია უკრაინაში ვერ გაიგზავნება. შემდეგ კი – „გამოჩნდება“.
„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა“, – დასძინა მან.

ვისაც რამდენი შეუძლია

უკრაინის დახმარება ევროკავშირს ძვირი უჯდება. გერმანული პორტალის Statista-ს მონაცემებით, საერთო ევროპულმა სტრუქტურებმა 34,99 მილიარდი ევრო დახარჯეს. აქედან 30,32 მილიარდი – ფინანსური მხარდაჭერისთვის, 3,1 მლრდ – სამხედრო და 1,57 მლრდ – ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
სახელმწიფოების დონეზე გერმანია ლიდერია. ბერლინმა კიევს 5,5 მილიარდი ევრო გამოუყო. დაახლოებით 1,15 მილიარდი – ეკონომიკური დახმარების სახით, 1,95 მლრდ – ჰუმანიტარული, კიდევ 2,35 მლრდ – სამხედრო დახმარების სახით.
მეორე ადგილზე კი, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით, სრულიად მოულოდნელად, პოლონეთი აღმოჩნდა. ვარშავა მეზობელს 3 მილიარდი დოლარით დაეხმარა, აქედან ნახევარზე მეტი – 1,82 მილიარდი არმიას მოხმარდა.
შემდეგ მოდის საფრანგეთი, რომელმაც 1,41 მილიარდი ევრო გაიმეტა: 800 მილიონი – ფინანსური შემადგენელია, 140 – ჰუმანიტარული და 470 – სამხედრო.
მაგრამ ეს აბსოლუტური რიცხვებია. აღსანიშნავია სხვა მაჩვენებელი – ევროპული ქვეყნების დახმარების თანაფარდობა მათ მშპ-სთან. აქ ლიდერები იცვლებიან:
ესტონეთი – 1,1%
ლატვია – 0,93%
პოლონეთი – 0,5%
ლიეტუვა – 0,46%
ნორვეგია – 0,34%
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ესტონეთი თავდაცვისთვის ხარჯავს მშპ-ის დაახლოებით 2,3%-ს.

დაუბრუნებელი ფული

გაზაფხულის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ სურდა ევროპის მშვიდობის ფონდის გამოყენება კიევის სამხედრო დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად. თუმცა, როგორც Politico წერს, ბრიუსელში ამ დახმარების მოცულობა სწორად ვერ გათვალეს.
თავად ფონდი, რომლის ბიუჯეტმაც 2027 წლამდე 5,63 მილიარდი უნდა შეადგინოს, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის დასახმარებლად ჯერ კიდევ შარშან შეიქმნა. 2022 წელს იგეგმებოდა მხოლოდ 0,5 მილიარდი ევროს დახარჯვა. შემდეგ ეს თანხა 1,5 მილიარდამდე გაიზარდა – რუსეთის სპეცოპერაციის გამო. მთელი თანხა კიევს მოხმარდა.
ნოემბრისთვის ხარჯმა უკვე 3,1 მილიარდს მიაღწია.

„ბონსაი-ჯარების“ ტყე

მომავალ წელს კიევს იარაღით აღარ დაეხმარებიან: ორშაბათს ბორელმა 2023 წელს 2 მილიარდის გამოყოფაზე ისაუბრა. თუმცა ოთხი თვით ადრე საუბრობდა ასეთი მიდგომის დამღუპველობაზე.
„ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ერთგვარ „ბონსაი-ჯარებად“ იქცნენ: ჰგვანან ნამდვილს, მაგრამ მეტისმეტად მწირი რესურსი აქვთ რუსეთთან პირდაპირი სრულმასშტაბიანი დაპირისპირებისთვის“, – არ დაუმალავს ჩინოვნიკს.
„ევროპელებს მართლაც მოუწიათ იარაღის საწყობებიდან გადაცემა, რისთვისაც ისინი მზად არ იყვნენ, – ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსეი ლეონკოვი. – ისინი უნდა შემოფარგლულიყვნენ საბჭოთა ტექნიკითა და საბრძოლო მასალით, მაგრამ სწრაფად ამოწურეს ეს მარაგი და დაიწყეს ნატოს იარაღის გადაცემა. თანაც, მიწოდებული იარაღის არსებითი ნაწილი ჩამოწერილ ნიმუშებს შეიცავდა“.
ცალკე პრობლემაა – ტექნიკის პარკი, დასძენს იგი. მაგალითად, გერმანული ტანკების Leopard II-ის მხოლოდ 45% არის მზად საბრძოლო მოქმედებებისთვის, დანარჩენს რემონტი სჭირდება.
„პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ევროპაში იარაღის მარაგი იწურება, არამედ ისაა, რომ ადგილობრივ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს არ შეუძლია მისი შევსება, – ამბობს ლეონკოვი. – თუ 90-იანებში ევროპის ნულოვანი სამხედრო მრეწველობა ეჯიბრებოდა ამერიკულს, ახლა მას საგრძნობლად აქვს დათმობილი პოზიციები“.
და ჯერ გაუგებარია, გაუმკლავდება თუ არა ის კიევის მხარდაჭერას. მით უმეტეს, პოლიტიკოსების ხმამაღალი დაპირებების ფონზე – საგრძნობლად გაზარდონ მიწოდების მოცულობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0