https://sputnik-georgia.com/20221213/bloomberg-ruseti-evropis-energetikuli-xidi-272999396.html
აღდგება თუ არა ევროპა-რუსეთის ენერგეტიკული ხიდი? Bloomberg-ის ვერსია
აღდგება თუ არა ევროპა-რუსეთის ენერგეტიკული ხიდი? Bloomberg-ის ვერსია
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა კვლავ დაიბრუნოს ევროკავშირისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლის სტატუსი, ნათქვამია Bloomberg-ის 12 დეკემბერის... 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T16:17+0400
2022-12-13T16:17+0400
2023-07-20T15:48+0400
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259606169_0:60:3429:1989_1920x0_80_0_0_b912fe31f7387ae5bff1b9f7eeb68134.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა კვლავ დაიბრუნოს ევროკავშირისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლის სტატუსი, ნათქვამია Bloomberg-ის 12 დეკემბერის სტატიაში.როგორც სტატიის ავტორი ხავიერ ბლასი პროგნოზირებს, 2023 წლისთვის რუსული გაზის წილი ევროპაში 10%-ზე ქვემოთ დაეცემა. ამასთან, მისი თქმით, გეოგრაფიისა და ბაზრების რეალობებმა შესაძლოა ევროპელი პოლიტიკოსების ყველაზე მტკიცე მოლოდინებს გადააჭარბოს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რუსულ გაზს აღარასდროს დაუბრუნდებიან.ამასთან Bloomberg-ის კოლუმნისტი ვარაუდობს, რომ ევროპა რუსეთთან გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ აღადგენს, რის გამოც მას უფრო ხშირად მოუწევს მიმართოს ენერგიის განახლებად წყაროებს. თუ ევროპას კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სურს ქიმიურ, კვებისა და მძიმე მრეწველობის სფეროებში, მას იაფი გაზი სჭირდება.„ევროპისთვის კი რუსულზე უფრო იაფი გაზი არ არსებობს“, − ასკვნის ბლასი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0f/259606169_349:0:3080:2048_1920x0_80_0_0_274641034ba4b85235feefe47ea8bc0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
აღდგება თუ არა ევროპა-რუსეთის ენერგეტიკული ხიდი? Bloomberg-ის ვერსია
16:17 13.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა კვლავ დაიბრუნოს ევროკავშირისთვის გაზის მთავარი მიმწოდებლის სტატუსი,
ნათქვამია Bloomberg-ის 12 დეკემბერის სტატიაში.
„ბევრი გერმანელი პოლიტიკოსისთვის ფასებს მნიშვნელობა აქვს. ბერლინი ახლა 140 ევროს (180 აშშ დოლარს) იხდის მეგავატ/საათი გაზის იმპორტისთვის, რაც დაახლოებით შვიდჯერ აღემატება 2010 წლიდან 2020 წლამდე საშუალო მაჩვენებელს. თავისი მომხმარებლებისა და კომპანიების დასამშვიდებლად გერმანია მილიარდებს ხარჯავს სუბსიდიებზე“, − ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც სტატიის ავტორი ხავიერ ბლასი პროგნოზირებს, 2023 წლისთვის რუსული გაზის წილი ევროპაში 10%-ზე ქვემოთ დაეცემა. ამასთან, მისი თქმით, გეოგრაფიისა და ბაზრების რეალობებმა შესაძლოა ევროპელი პოლიტიკოსების ყველაზე მტკიცე მოლოდინებს გადააჭარბოს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ რუსულ გაზს აღარასდროს დაუბრუნდებიან.
ამასთან Bloomberg-ის კოლუმნისტი ვარაუდობს, რომ ევროპა რუსეთთან გრძელვადიან კონტრაქტებს აღარ აღადგენს, რის გამოც მას უფრო ხშირად მოუწევს მიმართოს ენერგიის განახლებად წყაროებს. თუ ევროპას კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სურს ქიმიურ, კვებისა და მძიმე მრეწველობის სფეროებში, მას იაფი გაზი სჭირდება.
„ევროპისთვის კი რუსულზე უფრო იაფი გაზი არ არსებობს“, − ასკვნის ბლასი.