საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის ვადა ორი წლით გახანგრძლივდება

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით შესაბამის სამსახურებს 2018 წელს 1.935-მა ადამიანმა მიმართა, 2019 წელს – 2.044-მა, 2020 წელს – 1.217-მა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ შეიმუშავეს შესწორებები კანონში „მოქალაქეობის შესახებ“, რომლის თანახმად, ვადა საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად 2022 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, იუწყება „პირველი არხი“.
საუბარია საქართველოს ყოფილ მოქალაქეებზე, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ორი წლით გახანგრძლივდება კანონის იმ მუხლების მოქმედების ვადა, რომლებიც ადგენს 1993 წლამდე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პირობებს და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალურ წესს, იუწყება „პირველი არხი“.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ბექა ოდიშარია, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გივი ჭიჭინაძე.
დეპუტატების მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა საქართველოს 1.935-მა, 2019 წელს – 2044-მა, ხოლო 2020 წელს – 1.217-მა ყოფილმა მოქალაქემ.
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 2018 წელს ისარგებლა 3.120-მა, 2019 წელს – 7.234-მა, ხოლო 2020 წელს – 3.186-მა მოქალაქემ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0