თბილისში მერაბ ნინიძის მასტერ-კლასი გაიმართება

© courtesy of Merab Ninidzeმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
მსახიობის კინოდებიუტი 1984 წელს თენგიზ აბულაძის „მონანიებაში" შედგა, სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი მსახიობის მერაბ ნინიძის მასტერ-კლასი მულტიფუნქციურ სივრცე TBC concept-ში 16 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მასტერ-კლასზე დასწრება შეუძლიათ როგორც თეატრისა და კინოს მსახიობებს, ისე სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა საიტ www.conceptevents.ge-ზე რეგისტრაციის გავლა. მასტერ-კლასზე დასასწრები ადგილები შეზღუდულია.
მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
Актер Мераб Нинидзе - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
მერაბ ნინიძე
1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, იქიდან 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.
მერაბ ნინიძის უცხოეთის პერიოდის ფილმოგრაფია ძალზე შთამბეჭდავია. ქართველი მსახიობი 2020 წელს გადაიღეს გერმანულ–ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფროიდი“ (კინოსტუდია Netflix). 2018 წელს მან რუსი ჯაშუშის როლი ითამაშა ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ (Homeland), 2017 წელს BBC-ს სერიალში „მაკმაფია“ რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა.
ნინიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“, ბრიტანელი ტელერეჟისორის დომინიკ კუკის ფილმში „კურიერი“. 2021 წელს გამოვიდა გერმანული სერიალი „ექიმი ბალუზი“ (Doktor Ballouz), სადაც მერაბ ნინიძემ ასევე მთავარი როლი შეასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0