https://sputnik-georgia.com/20221212/saqartvelos-parlamenti-riggarese-sesiis-mowvevas-apirebs-272973640.html
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის მოწვევას აპირებს
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის მოწვევას აპირებს
Sputnik საქართველო
რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T23:02+0400
2022-12-12T23:02+0400
2022-12-12T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირის პარასკევს დახურავს, თუმცა დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სესიის ფარგლებში გააგრძელებენ, ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონმდებლობის ცვლილების მთელი პროცესის დასრულებას 2023 წლის 1 იანვრამდე გეგმავდა.მისი თქმით, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მოუწევთ. ასევე რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად კენჭისყრები ჩატარდება.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის მოწვევას აპირებს
რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი 2022 წლის საშემოდგომო სესიას მიმდინარე კვირის პარასკევს დახურავს, თუმცა დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სესიის ფარგლებში გააგრძელებენ, ამის შესახებ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონმდებლობის ცვლილების მთელი პროცესის დასრულებას 2023 წლის 1 იანვრამდე გეგმავდა.
„სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომები მომავალი კვირის ხუთშაბათსა და პარასკევს. შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოსაწვევად მივმართავთ პრეზიდენტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მოუწევთ. ასევე რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად კენჭისყრები ჩატარდება.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება.