საქართველოს ნაკრძალებში ვიზიტორების რიცხვი სწრაფი ტემპებით იზრდება

© photo: Sputnik / Stringerდაშბაშის კანიონი
დაშბაშის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიმდინარე წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2022 წლის 11 თვეში 882.352 ადამიანი ეწვია, რაც 54%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელთა შორის 46% ქართველი ვიზიტორი, 54% კი უცხოელი იყო.
ამასთან, სათაფლიაში, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების ტოპ-5 ასეთია:
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის კანიონი
წალკის კანიონი
სათაფლია
მტირალას ეროვნული პარკი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიმდინარე წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აღნიშნავენ უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0