თავისუფალი ჭიდაობა: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა

© AFP 2024 / JACK GUEZმოჭიდავე იაკობ ქაჯაია
მოჭიდავე იაკობ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები იყო ერთადერთი ევროპული გუნდი, რომელმაც წელს ამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა აშშ-ის ქალაქ კორალვილში (აიოვას შტატი) გამართულ მსოფლიო თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის, ირანის, იაპონიის, მონღოლეთის, საქართველოსა და მსოფლიოს ნაკრებმა გუნდებმა.
პირველ ეტაპზე ქართველმა მოჭიდავეებმა მონღოლეთის ნაკრები ანგარიშით 7:3 დაამარცხეს, თუმცა მეორე შეხვედრაში მასპინძლებთან ანგარიშით 0:10 დამარცხდნენ.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:8 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები იყო ერთადერთი ევროპული გუნდი, რომელმაც წელს ამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0