„ქართული ოცნება“ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა

© photo: Sputnik / Marina Listseva / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
კალაძის განცხადებით, რუსეთში დაახლოებით მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და პირდაპირი ავიამიმოსვლა მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ცუდს ვერაფერს ხედავს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში.
გასულ კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა გაჩნდა. ამ საკითხების გადაწყვეტა მომწიფდა, მიიჩნევს კალაშნიკოვი, რადგანაც ადამიანებს სჭირდებათ პირდაპირი ავიარეისები მოსკოვსა და თბილისს შორის.

„რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები არ არის, თუმცა რუსეთის მოქალაქეები ჩვეულებრივად შემოდიან. გარდა ამისა, ჩვენი უამრავი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. თუ მათი მხრიდან იქნება გადაწყვეტილება პირდაპირი ფრენების, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

კალაძის თქმით, რუსეთში დაახლოებით ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს და პირდაპირი ავიამიმოსვლა მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო. თბილისში საპროტესტო აქციები რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0