საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულებს ნათესავებთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო მიეცემათ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
პატიმრის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ, ან იქიდან მიღებულ წერილებს ციხეში წინასწარ არ შეამოწმებენ.
ასევეთბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური დაწესებულების შესახებ დებულების შესაბამისად, გაზარდოს დაწესებულებაში სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტში გადაგზავნილი საკანონმდებლო პაკეტი.
ამასთან, თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში დღეისათვის დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გადაკეთდება.
ცვლილებების პარალელურად წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო ზარების უფლება შენარჩუნდება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, როგორც ევროპული სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა აჩვენებს, სატელეფონო საუბრის ლიმიტებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ასეთი შეზღუდვები ძირითადად დაწესებულია საკანონმდებლო დონეზე და ერთმანეთისგან განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

„ციხის ევროპული წესების თანახმად, პატიმრებს უნდა შეეძლოთ რაც შეიძლება ხშირად იქონიონ ურთიერთობა წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით თავიანთ ოჯახებთან, სხვა პირებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს ისინი შესაბამისი მხარდაჭერით“, – ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებას უფლება არ ექნება, შეაჩეროს ან შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, როდესაც ადრესატი ან ადრესანტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურია.
ყველა ახალი ამბავი
0