https://sputnik-georgia.com/20221212/konkurenciis-saagentompbankebshi-monitoringi-daiwyo-272953787.html
კონკურენციის სააგენტომ ბანკებში მონიტორინგი დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ ბანკებში მონიტორინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
ბაზრის მონიტორინგის პროცესი ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T12:33+0400
2022-12-12T12:33+0400
2022-12-12T16:12+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/12/248491272_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_fb3d82a6116b5843f869ee6f70e8d26a.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის” მიმართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.ამ დროისათვის საქართველოს ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკი და 18 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ფარმაცევტული ბაზრისთვის 13 რეკომენდაცია გაიცა. მოკვლევის პროცესია დაწყებული საავტომობილო ბაზარზე ვითარების შესასწავლად.ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს შუშის ნარჩენების და საავტომობილო გაზის საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24849/12/248491272_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_30a9e1df2ba67f82aa365b00fde0ce35.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტომ ბანკებში მონიტორინგი დაიწყო
12:33 12.12.2022 (განახლებულია: 16:12 12.12.2022) ბაზრის მონიტორინგის პროცესი ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაწესებულებების მიერ საკრედიტო ურთიერთობების დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზების/რეალიზების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
მონიტორინგი „დაზღვევის კავშირის” მიმართვის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფინანსო ორგანიზაციების (ბანკების) მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისათვის საქართველოს ბაზარზე 15 ლიცენზირებული კომერციული ბანკი და 18 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.
2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის და საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ფარმაცევტული ბაზრისთვის 13 რეკომენდაცია გაიცა. მოკვლევის პროცესია დაწყებული საავტომობილო ბაზარზე ვითარების შესასწავლად.
ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს შუშის ნარჩენების და საავტომობილო გაზის საწვავის (CNG/LPG) ბაზრების მონიტორინგი.