https://sputnik-georgia.com/20221211/tbilisis-saertasoriso-kinofestivalis-gamarjvebulebi-dajildovdnen-272928990.html
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
Sputnik საქართველო
კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. 11.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-11T12:53+0400
2022-12-11T12:53+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24338/72/243387260_0:80:1000:643_1920x0_80_0_0_6012c9389bfa063b1d328f76689d6247.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. „ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი იყო ექვსი სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე რვა სრულმეტრაჟიანი და შვიდი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.საკონკურსო ფილმები წარმოდგენილი იყო ოთხ ნომინაციაში, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – თეკლა ასლანიშვილის „სახელმწიფო სახელმწიფოში“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის „ჰეი, გუნეშ“.ამ ნომინაციების გარდა, ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა Klondike. ევროკავშირის სპეციალური ჯილდო, კინოში ადამიანის უფლებების შესახებ იაპონელი რეჟისორის, ჩი ჰაიაკავას ფილმა Plan 75-ს დაიმსახურა. ასევე წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო „პრომეთე“ გადაეცათ რეჟისორებს – აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის სეანსებს ტრადიციულად კინოთეატრ „ამირანმა“ უმასპინძლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24338/72/243387260_18:0:982:723_1920x0_80_0_0_274442dabf3b58af888b04b8b75f1361.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
12:53 11.12.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა.
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. „ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი იყო ექვსი სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე რვა სრულმეტრაჟიანი და შვიდი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო ფილმები წარმოდგენილი იყო ოთხ ნომინაციაში, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – სოსო ბლიაძის „ჩემი ოთახი“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – კატალინა ბაქრაძის „ჩემი მეგობარი ანდრო“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – თეკლა ასლანიშვილის „სახელმწიფო სახელმწიფოში“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის „ჰეი, გუნეშ“.
ამ ნომინაციების გარდა, ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო უკრაინელი რეჟისორის, მარინა ერ გორბაჩის ნამუშევარმა Klondike. ევროკავშირის სპეციალური ჯილდო, კინოში ადამიანის უფლებების შესახებ იაპონელი რეჟისორის, ჩი ჰაიაკავას ფილმა Plan 75-ს დაიმსახურა. ასევე წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო „პრომეთე“ გადაეცათ რეჟისორებს – აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.
თბილისის მე-23 საერთაშორისო კინოფესტივალის სეანსებს ტრადიციულად კინოთეატრ „ამირანმა“ უმასპინძლა.