https://sputnik-georgia.com/20221211/sabavsvo-evrovizia-2022-saqartvelo-sameulsi-moxvda-272940760.html
„საბავშვო ევროვიზია-2022“: საქართველო სამეულში მოხვდა
„საბავშვო ევროვიზია-2022“: საქართველო სამეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
ქართველმა მონაწილემ 161 ქულა დააგროვა. გაიმარჯვა საფრანგეთმა 203 ქულით 11.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-11T22:04+0400
2022-12-11T22:04+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/06/272749292_0:60:2048:1212_1920x0_80_0_0_3f9cc4e1cbd370c085c791f8c070f80d.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის მარიამ ბიგვავამ „საბავშვო ევროვიზიის“ ფინალში მესამე ადგილი დაიკავა. ვოკალური კონკურსი ერევანში გაიმართა.ქართველმა მონაწილემ 161 ქულა დააგროვა. გაიმარჯვა საფრანგეთმა 203 ქულით, ხოლო სომხეთის წარმომადგენელი 180 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.აღსანიშნავია, რომ პოლონურმა და სომხურმა ჟიურიმ მარიამს 12-12 ქულა დაუწერა.ქართველი მონაწილე მერვე ნომრად გამოდიოდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა მარიამ ბიგვავამ შეასრულა გიგი კუხიანიძის სიმღერა I Believe.ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებელს პროფესიონალური ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს. წელს შოუს გამარჯვებული მარიამ ბიგვავა გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/06/272749292_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_fb94009a176577710ccc211e396ea7b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
„საბავშვო ევროვიზია-2022“: საქართველო სამეულში მოხვდა
22:04 11.12.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ქართველმა მონაწილემ 161 ქულა დააგროვა. გაიმარჯვა საფრანგეთმა 203 ქულით
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის მარიამ ბიგვავამ „საბავშვო ევროვიზიის“ ფინალში მესამე ადგილი დაიკავა. ვოკალური კონკურსი ერევანში გაიმართა.
ქართველმა მონაწილემ 161 ქულა დააგროვა. გაიმარჯვა საფრანგეთმა 203 ქულით, ხოლო სომხეთის წარმომადგენელი 180 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ პოლონურმა და სომხურმა ჟიურიმ მარიამს 12-12 ქულა დაუწერა.
ქართველი მონაწილე მერვე ნომრად გამოდიოდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა მარიამ ბიგვავამ შეასრულა გიგი კუხიანიძის სიმღერა I Believe.
ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებელს პროფესიონალური ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს. წელს შოუს გამარჯვებული მარიამ ბიგვავა გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.