გურიაში მკვლელობა მოხდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 46 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში გუშინ, 10 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა 46 წლის პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
ის ჩოხატაურში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.
ყველა ახალი ამბავი
0