The Voice: ქართული შოუს საუკეთესო გამოსვლების ხუთეული - ვიდეო

© courtesy of The Voice Georgiaშოუ The Voice Georgia
შოუ The Voice Georgia - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
პროექტის მაყურებლები კმაყოფილები დარჩნენ - პირველმა ტურმა ევროვიზიაზე ღირსეული ქართველი პრეტენდენტები გამოავლინა
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ვოკალურმა ტელეპროექტმა „The Voice - საქართველო“, რომლის გამარჯვებულიც წარადგენს საქართველოს „ევროვიზია - 2023“-ზე, მაყურებელი პირველივე ტურში ლამაზი და კაშკაშა გამოსვლებით გაახარა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ხუთ საუკეთესო ნომერს „ბრმა მოსმენებიდან“ და შოუს ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს.

ლიკა სირაძე

კონკურსანტმა ლიკა სირაძემ „ბრმა მოსმენების“ ეტაპზე შეასრულა Nirvana-ს ჰიტი Where did you sleep last night. ეს იყო იმდენად ძლიერი, ვირტუოზული, ლამაზი და ორიგინალური ქავერი, რომ გოგონასკენ ოთხივე „სუპერ-მწვრთნელი“ შებრუნდა.

გიორგი დათიაშვილი

გიორგიმ წარადგინა ინგლისური როკ-ჯგუფის Nothing but thieves ჰიტის If I Get High საკუთარი ვერსია. მისი შესანიშნავი ხმა და სასიამოვნო შესრულება მოეწონა ჟიურის ორ წევრს - ბენდ „ქუჩის ბიჭების“ ექს-ვოკალის დათო ფორჩხიძეს და კომპოზიტორ დავით ევგენიძეს.

სალომე ცინცაძე

სალომემ ძლიერად შეასრულა ამერიკელი მომღერლის, ალანის მორისეტის სიმღერა You Oughta Know. მიუხედავად იმისა, რომ მისკენ ჟიურის მხოლოდ ერთი წევრი, როკ-მუსიკის მოყვარული სოფო ტოროშელიძე შებრუნდა, სალომე შოუში მოხვდა და ყურადღებაც მიიპყრო.

ცოტნე ბარბაქაძე

18 წლის ცოტნემ ქალაქ რუსთავიდან ვირტუოზულად შეასრულა ამერიკელი ქანტრი-მომღერლის, კრის სტეპლტონის სიმღერა Tennessee Whiskey და ჟიურის ყველა წევრის მოწონება დაიმსახურა. ბიჭის ახლობლების თქმით, ცოტნეს საუკეთესო თვისებაა ის, რომ ის „ნამდვილია“. სავარაუდოდ, სწორედ ამან იმოქმედა „მწვრთნელებზე“. შედეგად ცოტნე პროექტის ერთ-ერთი ნიჭიერი მონაწილე გახდა.

სალომე თაყაიშვილი

სალომემ ალანის მორისეტის სიმღერის Uninvited შესანიშნავი ქავერი შეასრულა. უჩვეულო გარეგნობის და ლამაზი ხმის მქონე გოგონა დავით ევგენიძემ შეარჩია.
ყველა ახალი ამბავი
0