საქართველო და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე თანხმდებიან

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. დუბაიში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც 2023 წლის დასაწყისში ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერას ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.
ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა. პირველი რაუნდი 2022 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა.
ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
საქართველო საუდის არაბეთიდან ტურისტებს იზიდავს>>>
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის დასაწყისიდან რვა თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 160 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 82,4%-ით მეტია.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
ყველა ახალი ამბავი
0