https://sputnik-georgia.com/20221210/saeklesio-kalendari-10-dekemberi-272890783.html
საეკლესიო კალენდარი: 10 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 10 დეკემბერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 დეკემბერს დიდმოწამე იაკობ სპარსის, ღირსი პალადის და ღირსი რომანოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. 10.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-10T09:00+0400
2022-12-10T09:00+0400
2022-12-10T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/40/244694015_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_ecc03a8d7e1691e818b516cab2ce1e05.jpg
დიდმოწამე იაკობ სპარსიწმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს. ღირსი პალადიღირსი პალადი თესალონიკში დაიბადა. იგი ალექსანდრიაში მოსაგრეობდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე და ღვთივსათნო ღვაწლით გაბრწყინებული მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებუ-ლობაში.ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედიღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20221209/saeklesio-kalendari-9-dekemberi-272825868.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/40/244694015_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_aadf7e3e1952e93f38c2d2cfdf92a4ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი: 10 დეკემბერი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 დეკემბერს დიდმოწამე იაკობ სპარსის, ღირსი პალადის და ღირსი რომანოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმიდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.
ღირსი პალადი თესალონიკში დაიბადა. იგი ალექსანდრიაში მოსაგრეობდა VI-VII საუკუნეების მიჯნაზე და ღვთივსათნო ღვაწლით გაბრწყინებული მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებუ-ლობაში.
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით