https://sputnik-georgia.com/20221210/momaval-wels-qutaissi-sacxovreblit-kidev-32--devnili-ojaxi-dakmayofildeba-272902529.html
მომავალ წელს ქუთაისში საცხოვრებლით კიდევ 320 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
მომავალ წელს ქუთაისში საცხოვრებლით კიდევ 320 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
Sputnik საქართველო
დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული გადაეცემათ. 10.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-10T13:02+0400
2022-12-10T13:02+0400
2022-12-10T13:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250523247_0:181:1920:1261_1920x0_80_0_0_54fb128551f41003b5299d9aa63968cd.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. 2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დევნილებისათვის ქუთაისში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც 800 ბინაა. აქედან ორი სახლის მშენებლობა უკვე იანვარში უნდა დასრულდეს. დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული გადაეცემათ.დღეს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო.დევნილთა რიგი საცხოვრებელ ფართზე შესაძლოა შემცირდეს >>ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250523247_0:1:1920:1441_1920x0_80_0_0_57c0d22a092797abb28583cc69b36653.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ქუთაისი
მომავალ წელს ქუთაისში საცხოვრებლით კიდევ 320 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული გადაეცემათ.
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. 2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დევნილებისათვის ქუთაისში ხუთი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც 800 ბინაა. აქედან ორი სახლის მშენებლობა უკვე იანვარში უნდა დასრულდეს. დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული გადაეცემათ.
დღეს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა. მინისტრის მოადგილესთან ერთად სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძეც გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლებში, ახალ საცხოვრებელს 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
ოფიციალური სტატისტიკით, სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით 43.809 დევნილი ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.