ხანძარი მოსკოვის სავაჭრო ცენტრში: OBI მთლიანად განადგურდა - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. მოსკოვის სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკიში“ მდებარე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი OBI მთლიანადაა განადგურებული დილით მომხდარი ხანძრის გამო, იუწყება რუსული მასმედია.
არსებული ცნობით, დარჩენილია მხოლოდ შენობის კარკასის მზიდი კონსტრუქციები.
როგორც ქვეყნის დამზღვევთა კავშირში აცხადებენ, ჰიპერმარკეტთან გაჩერებული ავტომობილების ჩათვლით, ზარალმა 20-30 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ჰიპერმარკეტში ხანძარი დაახლოებით დილის 6 საათზე დაიწყო. ცეცხლი 18 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ამ დროისათვის ცეცხლი მხოლოდ 7 ათას კვ.მ-ზეა ლოკალიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, დარაჯი.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ხანძრის ვერსიებად განიხილება როგორც მოკლე ჩართვა, ისე ცეცხლის განზრახ წაკიდება.
ყველა ახალი ამბავი
0