თბილისში „წინანდლის პრემიის“ ლაურეატების დაჯილდოება გაიმართება

© courtesy of Tsinandali Award„წინანდლის პრემია“
„წინანდლის პრემია“ - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
პრემიას ორგანიზებას ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდი უწევს.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. „წინანდლის პრემიის“ 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოება თბილისის თეატრალურ სივრცე „ჰარაკში“ 9 დეკემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ლაურეატებს დაასახელებენ რვა კატეგორიაში:
თეატრალური ხელოვნება
კინოხელოვნება
პროზა
პოეზია
მუსიკალური ხელოვნება
ჰუმანიტარული მეცნიერებები
სახვითი ხელოვნება
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
პრემია ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მიერ არის ორგანიზებული, მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კერძო სპონსორები.
პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს გაჩნდა წინანდალში ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე, რაც უკვე 1999 წელს განხორციელდა. „წინანდლის პრემიის“ მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედებითი მოღვაწეების პოპულარიზაცია, წახალისება და მხარდაჭერა. დაჯილდოების პირველი ცერემონია იმავე წელს გაიმართა „თეატრალურ სარდაფში“ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას პატრონაჟით.
პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0