გემრიელი და მხიარული: თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

© Pixabay / Alexander Steinშოკოლადი
შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას შოკოლადის 15-მდე კომპანია მიიღებს.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები 13:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ისე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადების ნაირსახეობები, ცხელი შოკოლადი და გლინტვეინი, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

ფესტივალის მთავარი ღონისძიება შოკოლადის მომზადების მასტერ-კლასია.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება. დამთვალიერებლებს მთელი დღის განმავლობაში სანტა-კლაუსი, სპეციალურად მოწყობილი საახალწლო ფოტო-დეკორაცია და ბევრი გათამაშება დახვდებათ. ღონისძიებას მუსიკალურად DJ გააფორმებს.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ეკოგანმავითარებელი საახალწლო აქტივობები ბავშვებისთვის.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0