თბილისის მეტროში შეფერხებაა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი"
თბილისის მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

„თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება", – აღნიშნულია განცხადებაში.

საბურთალოს, ანუ მეორე ხაზზე მოძრაობა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება, პირველ ხაზზე კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
თბილისის მეტროპოლიტენი ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
ყველა ახალი ამბავი
0