https://sputnik-georgia.com/20221209/shveicaria-evrokavshirze-uars-acxadebs-272892451.html
შვეიცარია ევროკავშირზე უარს აცხადებს
შვეიცარია ევროკავშირზე უარს აცხადებს
Sputnik საქართველო
ევროკავშირთან ორმხრივი კურსი ურთიერთობების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რომელიც შვეიცარიის სპეციფიკას პატივს სცემს და ორივე მხარისთვის ხელსაყრელია. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T21:32+0400
2022-12-09T21:32+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
შვეიცარია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/83/241618344_0:292:3122:2048_1920x0_80_0_0_0bb7fcf204f270f8d69415916ef14eab.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარია არ არის დაინტერესებული ევროკავშირის წევრობით, აღნიშნულია ბერნისა და ბრიუსელის ურთიერთობათა შესახებ პროექტში, რომელიც შვეიცარიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.„შვეიცარიის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, რასაკვირველია, მას საშუალებას მისცემდა, სრულფასოვნად მიეღო მონაწილეობა შიდა ბაზარზე. თუმცა, ინტეგრაციის ასეთი ხარისხი გასცდებოდა შვეიცარიის ეკონომიკური მოთხოვნილების ჩარჩოებს. შვეიცარიის აზრით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ აანაზღაურებდა მანევრირებისთვის მისი სივრცის შემცირებას, რასაც მოჰყვებოდა მისი სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, – ნათქვამია დოკუმენტში.მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი შვეიცარიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.შვეიცარიასა და ევროკავშირს ერთი და იგივე ფასეულობები აქვთ. ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ ევროპული პოლიტიკა - არის ინტერესთა დაცვის პოლიტიკა და რომ შვეიცარიის ინტერესები იწყება ევროპაში და ევროპასთან ერთად. მსოფლიოში, რომელიც მრავალმხრივ კრიზისებს განიცდის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფა. ესაა ორივე მხარისთვის აყვავებისა და სტაბილურობის გარანტია“, – მიაჩნია ბერნს. მოხსენება სენატისა და საგარეო პოლიტიკის ასამბლეის კომიტეტებთან კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს.
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/83/241618344_688:116:3122:1942_1920x0_80_0_0_f93e52ca84cf9af0f7fbd0c1fe58d66b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, შვეიცარია, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, შვეიცარია, მსოფლიოს ახალი ამბები
შვეიცარია ევროკავშირზე უარს აცხადებს
21:32 09.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) ევროკავშირთან ორმხრივი კურსი ურთიერთობების შენარჩუნების საშუალებას იძლევა, რომელიც შვეიცარიის სპეციფიკას პატივს სცემს და ორივე მხარისთვის ხელსაყრელია.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარია არ არის დაინტერესებული ევროკავშირის წევრობით, აღნიშნულია ბერნისა და ბრიუსელის ურთიერთობათა შესახებ პროექტში, რომელიც შვეიცარიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.
„შვეიცარიის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, რასაკვირველია, მას საშუალებას მისცემდა, სრულფასოვნად მიეღო მონაწილეობა შიდა ბაზარზე. თუმცა, ინტეგრაციის ასეთი ხარისხი გასცდებოდა შვეიცარიის ეკონომიკური მოთხოვნილების ჩარჩოებს. შვეიცარიის აზრით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ აანაზღაურებდა მანევრირებისთვის მისი სივრცის შემცირებას, რასაც მოჰყვებოდა მისი სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამიტომაც შვეიცარიის მთავრობისთვის სასურველი იქნება ორმხრივი კურსის გაგრძელება, ვინაიდან ეს „ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ევროკავშირთან ურთიერთობა, რომელიც პატივს სცემს მის სპეციფიკას და ორივე მხარისთვის ხელსაყრელია“.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი შვეიცარიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.
შვეიცარიასა და ევროკავშირს ერთი და იგივე ფასეულობები აქვთ. ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ ევროპული პოლიტიკა - არის ინტერესთა დაცვის პოლიტიკა და რომ შვეიცარიის ინტერესები იწყება ევროპაში და ევროპასთან ერთად. მსოფლიოში, რომელიც მრავალმხრივ კრიზისებს განიცდის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შვეიცარიასა და ევროკავშირს შორის სტაბილური ურთიერთობების უზრუნველყოფა. ესაა ორივე მხარისთვის აყვავებისა და სტაბილურობის გარანტია“, – მიაჩნია ბერნს.
მოხსენება სენატისა და საგარეო პოლიტიკის ასამბლეის კომიტეტებთან კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს.