https://sputnik-georgia.com/20221209/saqartveloshi-qalebi-met-dros-utmoben-saojaxo-saqmeebs-272895893.html
საქართველოში ქალები ოთხჯერ მეტ დროს უთმობენ ოჯახის საქმეებს, ვიდრე მამაკაცები
საქართველოში ქალები ოთხჯერ მეტ დროს უთმობენ ოჯახის საქმეებს, ვიდრე მამაკაცები
Sputnik საქართველო
ქალაქსა და სოფელში ქალები ერთნაირ დროს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას და საოჯახო საქმეებს 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T23:50+0400
2022-12-09T23:50+0400
2022-12-10T00:45+0400
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/52/234165239_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_d596e17702bdcb64f35cf9bdbbc6d389.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ქალებისა და მამაკაცების მიერ დროის ხარჯვის თაობაზე კვლევამ აჩვენა, რომ ქალები 1,7 საათით ნაკლებს ხარჯავენ სამსახურზე, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ ამავე დროს 4 საათით მეტ დროს უთმობენ ოჯახსა და საოჯახო საქმეებს, ვიდრე მამაკაცები.კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ 3.680 ოჯახის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა.რაში ხარჯავენ დროს ქალები?კვლევის თანახმად, ქალები დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 საათს ხარჯავენ საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 3,9 საათს - კულტურულ ღონისძიებებზე, გართობასა და ტელევიზორის ყურებაზე, 1,8 საათს - სამსახურზე, 4,3 საათს - ოჯახსა და საოჯახო საქმეებზე, 1,2 საათს - სოციალიზაციასა და კომუნიკაციაზე.ქალები სწავლაზე ხარჯავენ საშუალოდ 0,01 საათს, საჭმლის მომზადებაზე კი 0,7 საათს.რა დროს ხარჯავს დასაქმებული მოსახლეობა სამუშაოზე>>>ამასთან, ქალაქსა და სოფელში ქალები ერთნაირ დროს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას და საოჯახო საქმეებს, მაშინ როცა ქალაქში მცხოვრები ქალები სამსახურში ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი.რაში ხარჯავენ დროს მამაკაცებიკვლევის თანახმად, ქალების მსგავსად მამაკაცებიც დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 საათს უთმობენ საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლას.ამასთან, მამაკაცები დღე-ღამეში საშუალოდ 4,7 საათს ხარჯავენ კულტურულ ღონისძიებებზე, გართობასა და ტელევიზორის ყურებაზე, 0,9 საათს - ოჯახსა და საოჯახო საქმეებზე, 1,6 საათს - სოციალიზაციასა და კომუნიკაციაზე.მამაკაცები სწავლაზე ხარჯავენ საშუალოდ 0,3 საათს, სტაჟირებაზე - 0,1 საათს, საჭმლის მომზადებაზე კი 1,2 საათს.მამაკაცები სამსახურს დღე-ღამეში საშუალოდ 3,5 საათს უთმობენ. ამასთან, ქალაქში დასაქმებულები სამუშაოს ორჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სოფლის მოსახლეობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23416/52/234165239_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_0ef56e9752175a09615b163078db37e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ქალები ოთხჯერ მეტ დროს უთმობენ ოჯახის საქმეებს, ვიდრე მამაკაცები
23:50 09.12.2022 (განახლებულია: 00:45 10.12.2022) ქალაქსა და სოფელში ქალები ერთნაირ დროს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას და საოჯახო საქმეებს
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში ქალებისა და მამაკაცების მიერ დროის ხარჯვის თაობაზე კვლევამ აჩვენა, რომ ქალები 1,7 საათით ნაკლებს ხარჯავენ სამსახურზე, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ ამავე დროს 4 საათით მეტ დროს უთმობენ ოჯახსა და საოჯახო საქმეებს, ვიდრე მამაკაცები.
კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ 3.680 ოჯახის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 15 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა.
რაში ხარჯავენ დროს ქალები?
კვლევის თანახმად, ქალები დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 საათს ხარჯავენ საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე, 3,9 საათს - კულტურულ ღონისძიებებზე, გართობასა და ტელევიზორის ყურებაზე, 1,8 საათს - სამსახურზე, 4,3 საათს - ოჯახსა და საოჯახო საქმეებზე, 1,2 საათს - სოციალიზაციასა და კომუნიკაციაზე.
ქალები სწავლაზე ხარჯავენ საშუალოდ 0,01 საათს, საჭმლის მომზადებაზე კი 0,7 საათს.
რა დროს ხარჯავს დასაქმებული მოსახლეობა სამუშაოზე>>>
ამასთან, ქალაქსა და სოფელში ქალები ერთნაირ დროს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას და საოჯახო საქმეებს, მაშინ როცა ქალაქში მცხოვრები ქალები სამსახურში ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე სოფლად მცხოვრებნი.
რაში ხარჯავენ დროს მამაკაცები
კვლევის თანახმად, ქალების მსგავსად მამაკაცებიც დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 საათს უთმობენ საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლას.
ამასთან, მამაკაცები დღე-ღამეში საშუალოდ 4,7 საათს ხარჯავენ კულტურულ ღონისძიებებზე, გართობასა და ტელევიზორის ყურებაზე, 0,9 საათს - ოჯახსა და საოჯახო საქმეებზე, 1,6 საათს - სოციალიზაციასა და კომუნიკაციაზე.
მამაკაცები სწავლაზე ხარჯავენ საშუალოდ 0,3 საათს, სტაჟირებაზე - 0,1 საათს, საჭმლის მომზადებაზე კი 1,2 საათს.
მამაკაცები სამსახურს დღე-ღამეში საშუალოდ 3,5 საათს უთმობენ. ამასთან, ქალაქში დასაქმებულები სამუშაოს ორჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე სოფლის მოსახლეობა.