https://sputnik-georgia.com/20221209/saqartvelos-sedegebi-korufciastan-brzolasi-stambewdavia-272865595.html
საქართველოს შედეგები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით შთამბეჭდავია - პრემიერი
საქართველოს შედეგები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით შთამბეჭდავია - პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T14:33+0400
2022-12-09T14:33+0400
2022-12-09T18:47+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476937_0:104:1024:680_1920x0_80_0_0_08310e1dfa890b5022cb872cb452c890.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კვლავ ლიდერია და ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება. გაეროს ინიციატივით, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (International Day Against Corruption) 9 დეკემბერს აღინიშნება.ღარიბაშვილის განცხადებით, შედეგები შთამბეჭდავია.„ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.პრემიერის თქმით, საქართველოს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.„კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271476937_58:118:808:680_1920x0_80_0_0_c542199d5ab4106106e62af614c87060.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გაერო
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, გაერო
საქართველოს შედეგები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით შთამბეჭდავია - პრემიერი
14:33 09.12.2022 (განახლებულია: 18:47 09.12.2022) საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კვლავ ლიდერია და ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.
გაეროს ინიციატივით, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (International Day Against Corruption) 9 დეკემბერს აღინიშნება.
„კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისთვის. ამიტომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ – ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ღარიბაშვილის განცხადებით, შედეგები შთამბეჭდავია.
„ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, საქართველოს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.
„კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.