https://sputnik-georgia.com/20221209/saqartvelos-ramdenma-moqalaqem-isargebla-dagrovebiti-pensiit-272855109.html
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
Sputnik საქართველო
საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა წმინდა ამონაგებმა 421 მლნ ლარი შეადგინა. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T09:48+0400
2022-12-09T09:48+0400
2022-12-09T14:44+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452639_0:0:3305:1859_1920x0_80_0_0_6288ce2b1566b39e3c3b39c660764f54.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. 7 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია საქართველოს 1,3 მილიონზე მეტი მოქალაქე. აქედან დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2,8 ათასმა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.პენსიონერებისთვის გაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 7,1 მლნ ლარი.საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების რაოდენობა 2,87 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა ამონაგები 421 მლნ ლარია.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის სავალდებულოა.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ამოქმედებიდან (01.01.2019) მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუფთა მოგებამ 39,9%, ფონდის ინვესტიციების (ინფლაციის გათვალისწინებით) რეალურმა ამონაგებმა კი 1,71% შეადგინა.საპენსიო ფონდმა მიმდინარე წლის მარტიდან დოლარის შეძენა დაიწყო. 30 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,2% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,8% – დოლარში.აქტივების 3,5% განთავსებულია მიმდინარე საპროცენტო ანგარიშებზე, 14,1% – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8,7% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8,1% – გლობალურ აქციებში, 0,9% – ევროობლიგაციებში, ხოლო აქტივების 64,6% ჩადებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452639_287:0:3018:2048_1920x0_80_0_0_7639836092f63007aab84878c4e209f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
09:48 09.12.2022 (განახლებულია: 14:44 09.12.2022) საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხულმა წმინდა ამონაგებმა 421 მლნ ლარი შეადგინა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. 7 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართულია საქართველოს 1,3 მილიონზე მეტი მოქალაქე. აქედან დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 2,8 ათასმა ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
პენსიონერებისთვის გაცემული თანხის ოდენობამ შეადგინა 7,1 მლნ ლარი.
საპენსიო სააგენტოს
ინფორმაციით, საპენსიო აქტივების რაოდენობა 2,87 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა ამონაგები 421 მლნ ლარია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის სავალდებულოა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. სახსრები ჩაიდო საქართველოს მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის ამოქმედებიდან (01.01.2019) მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუფთა მოგებამ 39,9%, ფონდის ინვესტიციების (ინფლაციის გათვალისწინებით) რეალურმა ამონაგებმა კი 1,71% შეადგინა.
საპენსიო ფონდმა მიმდინარე წლის მარტიდან დოლარის შეძენა დაიწყო. 30 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო აქტივების 81,2% ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული, ხოლო 18,8% – დოლარში.
აქტივების 3,5% განთავსებულია მიმდინარე საპროცენტო ანგარიშებზე, 14,1% – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8,7% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 8,1% – გლობალურ აქციებში, 0,9% – ევროობლიგაციებში, ხოლო აქტივების 64,6% ჩადებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში.