https://sputnik-georgia.com/20221209/sad-gadaitanes-spontanuri-memoriali-rustavelis-gamziridan-272887097.html
სად გადაიტანეს რუსთაველის გამზირიდან სპონტანური მემორიალი? მერიის განმარტება
სად გადაიტანეს რუსთაველის გამზირიდან სპონტანური მემორიალი? მერიის განმარტება
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T19:57+0400
2022-12-09T19:57+0400
2022-12-09T22:02+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263577366_0:0:3464:1949_1920x0_80_0_0_de94178c27a0eef895f6323c31a9afda.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ხსოვნის სპონტანური მემორიალი დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. აქ დგას დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე, რომელსაც პარასკევს, საღამოს საზეიმოდ აანთებენ.როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება.„ახალ წელს სიხარულით ელოდება ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0d/263577366_507:0:3238:2048_1920x0_80_0_0_b820c5368d7de8918f3bf80bd38a5a2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
სად გადაიტანეს რუსთაველის გამზირიდან სპონტანური მემორიალი? მერიის განმარტება
19:57 09.12.2022 (განახლებულია: 22:02 09.12.2022) უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ხსოვნის სპონტანური მემორიალი დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია წინასაახალწლო და საახალწლო დღეებში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. აქ დგას დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე, რომელსაც პარასკევს, საღამოს საზეიმოდ აანთებენ.
„ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვისხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო თბილისის მერიამ გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი პატივისცემის ერთგვარი გამოხატულება.
„ახალ წელს სიხარულით ელოდება ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.