მოსაზრება: რუსული სპეცოპერაციის არსებითი შედეგები რუსეთისა და მსოფლიოსთვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგები რუსეთისთვის, ევროპისა და მრავალპორალური სამყაროსთვის. მოსკოვში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეცოპერაციის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:
სპეციალური სამხედრო ოპერაცია არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ოპერაციამ უკვე გამოიღო შედეგი;
რუსეთი თავის ინტერესებს ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით დაიცავს;
ნაწილობრივი მობილიზაცია წარმატებით დასრულდა, დამატებითი არ იქნება;
აუცილებელია სპეცოპერაციის ზონაში პრობლემების ანალიზი და მათი სწრაფად აღმოფხვრა;
უკრაინამ უნდა გადაიხადოს რეპარაციები რუსეთის ახალი რეგიონებისთვის მიყენებული ზარალისთვის.
სპეცოპერაციის ხანგრძლივობა დასავლეთსა და აღმოსავლეთში პოლემიკას იწვევს, თუმცა მოსკოვს არ დაუდგენია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროის ჩარჩოები. ვლადიმირ პუტინმა გუშინ აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია – ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც უკვე მოაქვს სერიოზული შედეგები: აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვა გახდა, გაჩნდა ახალი ტერიტორიები და მილიონობით ადამიანი, რომელიც თავს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. შიდა აზოვის ზღვა – არის გარანტია, რომ რუსეთის სამხრეთის მილიონიანი ქალაქების მახლობლად ნატოს ბაზები არ განთავსდება.
რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმები დონეცკსა და ლუგანსკში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 23-27 სექტემბერს ჩატარდა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს: დონეცკში 99%-მა, ლუგანსკში - 98%-მა, ზაპოროჟიეში - 93%-მა, ხერსონში - 87%-მა.
რუსეთის ბრძოლა ნაციონალური ინტერესებისთვის ითვალისწინებს მშვიდობიანი მეთოდებისა და ყველა არსებული საშუალების თანმიმდევრულ გამოყენებას. მსოფლიოში იზრდება ბირთვული ომის რისკი, კრემლი კი თავის ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შემაკავებელ საშუალებას და არა კონფლიქტის ესკალაციის ინსტრუმენტს. ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის იარაღი „უფრო სრულყოფილი და თანამედროვეა“, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბირთვული სახელმწიფოს იარაღი.
300 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზაცია დასრულებულია. სპეცოპერაციის ზონაში იმყოფება 150.000 მობილიზებული, მათგან 77.000 – უშუალოდ საბრძოლო დანაყოფებში. მეორე ნახევარი – 150.000 – „საბრძოლო რეზერვი“ იმყოფება მეორე და მესამე ეშელონებში, გადის დამატებით მომზადებას სამხედრო პოლიგონებზე. არ არსებობს დამატებითი მობილიზაციის აუცილებლობა. სამხედრო კომისარიატები განაგრძობენ მოხალისეთა ჯარების დაკომპლექტებას სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს საკმარისია.
სპეცოპერაციის ზონაში პრობლემები მოითხოვს მუდმივ და საგულდაგულო ანალიზს, ოპერატიულ გადაწყვეტას. ეს სჭირდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, საზოგადოებას და სახელმწიფოს საბრძოლო საქმის ხარისხის ასამაღლებლად. პრიორიტეტული მიმართულებებია: სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების კავშირი მოწინავე ხაზთან (წერილები და ამანათები), ანაზღაურების გაცემის სისტემატიზაცია, თანამედროვე ზამთრის ეკიპირება და ზურგიდან სრულყოფილი უზრუნველყოფა. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სამხედრო-სამედიცინო სპეციალისტების მომზადება, რომლებიც მოწინავე ხაზზე მებრძოლთა ჯანმრთელობასა და გადარჩენაზე ზრუნავენ.
უკრაინის რეპარაციები რუსეთის ახალი რეგიონებისთვის მიყენებული ზარალისთვის – ნაციონალური ინტერესებისთვის ბრძოლის ლოგიკური გაგრძელებაა. მხოლოდ დონბასში 2014 წლიდან დაინგრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 3800 ობიექტი, ზარალმა 1,3 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.
დასავლეთის მწვავე რეაქციამ დაადასტურა ვლადიმირ პუტინის მიერ სპეცოპერაციის ზონაში არსებული ვითარების ანალიზის ობიექტურობა და სიზუსტე.

საერთაშორისო რეზონანსი

კიევმა 7 დეკემბერს ნატოს სთხოვა ავღანეთის ნაციონალური არმიისთვის განკუთვნილი ფონდიდან 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფა. შეერთებულმა შტატებმა თხოვნას მხარი დაუჭირა, თუმცა თავად ამ ფონდში არ მონაწილეობს. უკრაინამ შეიძლება გაიმეოროს ავღანეთის, ლიბიისა და იუგოსლავიის ბედი.
ბრიტანეთმა იმავე დღეს განაცხადა, რომ Saab-თან 280-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში შეიძენდა „რამდენიმე ათას“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა NLAW-ს (მოქმედების მანძილი 800 მ). მთავრობის ანგარიშის თანახმად, თებერვლიდან ლონდონმა კიევს 10 ათასი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი NLAW გაუგზავნა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წარმომადგენლები 7 დეკემბერს შეთანხმდნენ საბრძოლო მასალის მრავალწლიან შესყიდვაზე, რომელთა მარაგი უკრაინაში დაიწვა. შთამბეჭდავი სიაა: 864.000 საარტილერიო 155 მმ-იანი ჭურვი, 12.000 რაკეტა „ჰაერი-მიწა“ AGM–179, 700 სისტემა HIMARS, 1.700 ტაქტიკური რაკეტა ATACMS, 2.600 რაკეტა Harpoon და 1.250 სხვა გემსაწინააღმდეგო რაკეტა, 106.000 რეაქტიული ჭურვი GMLRS, 5.600 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stinger, 28.300 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების კომპლექსი Javelin და სხვ.
ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ ისაუბრა გლობალიზაციის ამერიკული მოდელის აღსასრულზე, საფინანსო-ლოგისტიკური სისტემების გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე, რომელიც სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების „საკუთარი უპირატესობის შეგრძნებაზე“ და წარმოსახვით „ლიდერობაზე“. მსოფლიო ცივილიზაციის მომავალი მხოლოდ მრავალპორალური სამყაროა.
ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა უკრაინის დემილიტარიზაციის პრინციპული დასასრულის კონსტატაცია მოახდინა: „რუსეთმა თავისი ეკონომიკა საომარ სიტუაციას მოარგო, შეკრიბა რეზერვი და ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე... ეს ჯარი აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე რუსული იარაღით და, არაერთი დასავლური ცნობის მიუხედავად, სულაც არ არის დემორალიზებული. უკრაინამ, მეორე მხრივ, ამოწურა თავისი არსენალი და მისი მხრიდან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება დამოკიდებულია დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაზე“.
ამას წინათ აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ მილიმ სინანულით აღნიშნა: „უკრაინამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო“. გამოცემა წერს: „რუსების მასობრივი შეტევა“ „უკვე დაიწყო ბახმუტის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძში, რომელიც გახდა ერთგვარი უკრაინული ვერდენი“, და „დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ზაფხულისთვის დაიბრუნებს ხარკოვს, ხერსონს“. უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა „რუსეთთან ჩვენს არაპირდაპირ ომს გარდაქმნიდა ნამდვილ ომად მსოფლიოს უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოსთან“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0