https://sputnik-georgia.com/20221209/kobaxizem-lomjarias-saqmianoba-seafasa-272861344.html
„სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი": ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა
„სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი": ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა
Sputnik საქართველო
ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე ეკავა. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T12:17+0400
2022-12-09T12:17+0400
2022-12-09T16:24+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/54/241015413_0:57:1000:620_1920x0_80_0_0_8b50e628ef860751c058a8f9ede3c195.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ნინო ლომჯარია იყო პრაქტიკულად ყველაფერი, გარდა სახალხო დამცველისა, ის რეალურად იყო ჩართული მთლიანად პოლიტიკაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი.რაც შეეხება ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხს, კობახიძემ განაცხადა, რომ კონსულტაციები გრძელდება და ამ მიმართულებით კონსენსუსის მიღწევის შანსი არის.ახალი სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა.ბოლო სამუშაო დღე: სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება>>საქართველოს პარლამენტში ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ახალ სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, განსახილველი კანდიდატების სია მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 19-დან 5-9 ადამიანამდე შეამცირეს. როდის გაიმართება კენჭისყრა, ჯერჯერობით უცნობია.პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის, მაგრამ სახალხო დამცველი გახდება ის, რომელიც კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ სულ ცოტა 90 ხმას მიიღებს. ამჟამად პარლამენტში არცერთ პარტიას არა აქვს ხმების ისეთი რაოდენობა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24101/54/241015413_0:17:1000:767_1920x0_80_0_0_d3efe35ac7f2f71eb566ad5257d13beb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
„სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი": ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა
12:17 09.12.2022 (განახლებულია: 16:24 09.12.2022) ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 8 დეკემბრამდე ეკავა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ნინო ლომჯარია იყო პრაქტიკულად ყველაფერი, გარდა სახალხო დამცველისა, ის რეალურად იყო ჩართული მთლიანად პოლიტიკაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი.
„მისი ანგარიშები რომ ნახოთ, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერია, მისი დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო – ერეოდა საგარეო, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით. ეს არ შეშვენის, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ახალი ომბუდსმენის არჩევის საკითხს, კობახიძემ განაცხადა, რომ კონსულტაციები გრძელდება და ამ მიმართულებით კონსენსუსის მიღწევის შანსი არის.
ახალი სახალხო დამცველის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, არის კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა.
საქართველოს პარლამენტში ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ახალ სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ბოლო მონაცემებით, განსახილველი კანდიდატების სია მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 19-დან 5-9 ადამიანამდე შეამცირეს. როდის გაიმართება კენჭისყრა, ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის, მაგრამ სახალხო დამცველი გახდება ის, რომელიც კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ სულ ცოტა 90 ხმას მიიღებს. ამჟამად პარლამენტში არცერთ პარტიას არა აქვს ხმების ისეთი რაოდენობა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს.