ფერმერი მოატყუეს: პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს, რომ ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ, სანაცვლოდ კი მას 25.000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა მათ თანხის ნაწილი – 11.200 ლარი გადასცა.

„ვინაიდან დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და შედეგად მას დიდი მატერიალური ზიანი მიადგა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0