https://sputnik-georgia.com/20221209/evrokavsiri-saqartvelos-tavdacvisunarianobis-gazlierebasi-daexmareba-272866888.html
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თანხა გამოუყო
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თანხა გამოუყო
Sputnik საქართველო
საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T15:32+0400
2022-12-09T15:32+0400
2022-12-09T20:40+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_91a926123ecb1cbe7e82d6b4fe2bdaa0.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა.სამინისტროს ცნობით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული.საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.როგორც თავდაცვის უწყების ინფორმაციაშია აღნიშული, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით.„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713807_103:0:2771:2001_1920x0_80_0_0_7ab40c350e2d936378bdf88cda80613e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თანხა გამოუყო
15:32 09.12.2022 (განახლებულია: 20:40 09.12.2022) საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში დაამტკიცა.
„20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული.
საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.
როგორც თავდაცვის უწყების ინფორმაციაშია აღნიშული, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით.
„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.